არ ვიცი მსგავსი აბსურდი როგორ უნდა მოგივიდეს თავში. ტეხავს მეგობარო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რაც შეეხება, საინტერესოა, რატომ თვლი რომ მანდ ჩემზე ჭკვიანები მუშაობენ და კარგად იციან რა სჭირდებათ? კორუფცია და მასობრივი აყლეოზი აღარ ჭირთ?

მოდი მარტივ მაგალითს მოგიყვან.
7 წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს
7 წელია უკრაინაში ტყვია-წამლის და არტილერიის ქარხნები ვერ ააშენეს
152მმ არტილერიის ჭურვების დეფიციტია ყველანაირი სისტემისთვის (2ა36, 2ა65), 120მმ ნაღმების და ასე შემდეგ.
300მმ ზრცს რაკეტები გათავდა და წელიწადში 100 ცალ ახალ რაკეტას ყიდულობენ მხოლოდ.
ამის ფონზე ზელენსკი თურქეთთან 1 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს აფორმებს Ada-ს კლასის კორვეტების მშენებლობაზე(!)ეს მაშინ როცა სახმელეთო ჯარებს კატასტროფულად აკლიათ დაფინანსება და რეალურ ომში მაგათ უნდა იომონ.
შავი ზღვა კი მთლიანად რუსეთის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების მიერ კონტროლირდება (მათ შორის ზებგერითი) და ამ კორვეტებს არანაირი საბრძოლო პერსპექტივა არ აქვთ, პოლიტიკური პიარის და დროშის დემონსტრირების გარდა.
ეს ახსნაც თუ არ იქნება შენთვის გასაგები რომ სამხედრო დაგეგმარებას რაციონალური მიდგომა და რეალური სტრატეგია სჭირდება, მაშინ კარგი.
ომს ლამაზი სათამაშოების ყიდვით არ იგებენ. ალბათ 2008 წლამდე ომს ჩვენთანაც ეგრე გეგმავდნენ.