პირველ რიგში ვიტყვი რომ ამ თემით არ ვამუნათებ არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთ-დასავლეთს. ასე რომ ტრადიციულად კახურ-მეგრულ ჩხუბში ნუ გადაიყვანთ თემას. უბრალოდ დატკბით გურული სოფლის სილამაზით.
არ ვიცი საიდან აქვს ასეთი ესთეტიკის შეგრძნება ამ ხალხს. შეიძლება იფიქრო საბჭოთა კავშირის გავლენაო, მარამ საბჭოთა კავშირში ასეთი ეზოები მხოლოდ ბალტიისპირეთში და უკრაინის უკიდურეს დასავლეთში იყო, იქ გასაგებია რატომაც, ევროპა ახლოსაა. მაგრამ გურიის მიყრუებულ სოფლებში? ეს გაკრეჭილი ღობეები არის აბსლოუტურად დასავლეთ ევროპული მოვლენა. ესეთ ღობეებს შეხვდებით ინგლისში, გერმანიაში, შვეიცარიაში. ჩვენთან საიდან გავრცელდა?


რამხელა შრომა და ცოდნაა ამაში ჩადებული. ევროპაში ასეთ სილამაზეს მუნიპალიტეტები ახალისებენ, ან ავალდებულებენ მეპატრონეს. გურიაში კიდო თავისივე სურვილით ალამაზებს ქუჩებს ხალხი.


ტიპიურ შვეიცარიულ სოფელს გავს


პრივატული გარემო მარტო ჟეშტის ღობეებით არ კეთდება, ასეც შეიძლება

გურულს სიღარიბეც არ აკარგვინებს ლამაზი ეზოს ქონის სურვილს

არ ვიცი კულტურის ამბავია, თუ თხილით გამდიდრდნენ გურულები, მაგრამ იშვიათად ნახავ გარედან გაულესავ, მოუწესრიგებელ სახლს.





ამას მაგარი ეზო აქვს, მაგრამ თბილისური სტილი გადაიღო და ააფარა ჟეშტი სახლს

თუმცა ეზოების უმრავლესობა ხელის გულზე დევს და თვალს ახარებენ





კარგები ხართ გურულებო, აქა-იქ შევამჩნიე ბეტონის ღობეები ნუვორიშულ სტილში :/ იქნებ შიენარჩუნოთ და დანარჩენ საქართველოშიც გაავრცელოთ მწვანე ღობეების ტრადიცია


This post has been edited by brutal_88 on 15 Sep 2021, 22:10