#59760522 · 27 Oct 2022, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმოშობით გურული ვარ, მაგრამ იქ არც სოფელი მაქვს და არც სახლკარი.
გავიკითხავ, საიდან იყვნენ ჩემი წინაპრები, მივალ, და თუ ფულს ვიშოვი, რამე დიდ ეზოს გავხსნი, ნაწილი საცხოვრებელი და ნაწილი კაფე ბარი და საოჯახო სასტუმრო იქნება. ეზოში ერთი მხარე ვენახს ექნება დათმობილი და ღვინო დაიწურება და მეორე მხარეზე ლუდის მცენარეები იქნება და ადგილობრივი გურული ლუდიც ჩამოისხმება (ფორუმელებისთვის ლუდზე ფასდაკლება იქნება), იქვე იმოქმედებს პატარა გურული რესტორანი მხოლოდ გურული კერძებით (პრასი, ფხალი, ლობიო, შეპიწკინებულო ქათამი, მჭადი ყველი, გურული ხაჭაპური ეუფფ). ღობე რათქმაუნდა გამჭვირვალე იქნება, ან მწვანე და ყველა შენობის თავსახური კრამიტით გაკეთდება. იქნება კულტურული და ეთნოგრაფიული ელემენტები, შადრევანი, ძეგლები, ბაღები, ლექსები და ასე შემდეგ. იქნება ბევრი მზის პანელი, რომელიც ეკოლოგიას და ფულს დაზოგავს. ფასები ნორმალური იქნება, რუსეთის მოქალაქეებს +20%, მანამ სანამ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ნაწილები და მთლიანი რუსეთი რაშიზმისგან თავისუფალი არ იქნება.
ხო იმედია მაგ დროს ევროკავშირში ვიქნებით და ყველაფერი გამარტივება)))
სახელი მომაფიქრებინეთ))
This post has been edited by დიდიმინდორი on 27 Oct 2022, 16:29
|