შვილის ბრალეულობაზე საუბარი არ სურს მეგის ქარდავას მამას, სერგო ქარდავას. ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები მისთვის უცნობია. საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ქართული ციხე, სადაც ქარდავამ ძალადობის და არადამიანური მოპყრობის კვალი დატოვა, ყველაზე უსაფრთხოა.
2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპრტითაც. ძებნილი ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა.
იმავე წელს ქარდავა უკრაინაში დააკავეს და როგორც გაირკვა ციხეში სცემეს. მიყენებული ფიზიკური დაზიანებების მოტივით, იგი სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა. როგორც ქარდავას უკრაინელი ადვოკატის მიხეილ ლოტოცკის კომენტარიდან ირკვევა, მეგის ქარდავას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ, დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა.
„მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე. მას დარჩა ამ ცემის კვალი. შესაბამისად, ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს“, - ეს განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ 2017 წელს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
4-წლიანი პროცედურების შემდეგ ქარდავა ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძებნილი მაღალჩინოსანი საქართველოს გადმოეცა.
რეჟიმის ყველაზე სასტიკ დამნაშავესთან კავშირს ოფიციალურად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსს არ იცობდა. იგივეს ამტკიცებს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქარდავას განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ ჰქონდა და ცუდად იყენებდა, უნდა წარსდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე.
„პირველ რიგში, ძალიან გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მძიმე და ცუდია, როდესაც წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ პროგრესს ჩრდილი მიაყენა ზუსტად ადამიანების გარკვეულმა წრემ, ვისაც გადამეტებული ძალაუფლების გამო, ხელში ჩაუვარდა ამ ძალაუფლებისთვის, ასე ვთქვათ, შეუფერებელი იარაღი. ეს იყო ძალიან მძიმე, მათ შორის სისტემურ დანაშაულზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
გარკვეულ ადამიანებს, ადამიანების წრეს და მათ შორის, მეგის ქარდავას ჰქონდათ ეს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ხშირ შემთხვევაში, ამ ძალაუფლების გამოყენება ხდებოდა კანონის ღერძის გადახრით, კანონის უზენაესობის ჩარჩოდან გასვლით. ამიტომ, როცა ადამიანს ასეთი ძალაუფლება ჰქონდა და ცუდად იყენებდა ამ ძალაუფლებას, უნდა იყოს შესაბამისად მართლმსაჯულების, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარსმდგარი. ვინც უნდა იყოს, ყველას აქვს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომის უფლება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძემ.
საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეგის ქარდავას ექსტრადირება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა მათთვის „უცნობი“ ქარდავა საქართველოში არ დაბრუნებულიყო და როგორც ჩანს, ქარდავას ექსტრადირების შემდგომ სტრატეგიაზე მუშაობა ვერ მოასწრეს. ამიტომაც უარყვეს ქარდავასათან ყოველგვარი კავშირი.
„ნაცმოძრაობა“ და მათთან აფელირებული უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გარიგების შედეგად, ქარდავას ექსტრადირება გაეროს გადაწყვეტილების გვერდის ავლით მოხდა.
რეალობა კი სხვაგვარი იყო
როგორც ირკვევა, მეგის ქარდავას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის პირველივე მოთხოვნაზე, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. ამის შემდეგ ქარდავამ და მისმა უფლებადამცველმა სამჯერ გაასაჩივრეს უკრაინის სასამართლოებში საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და სამივე ინსტანციის სასამართლოსგან ასევე უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი მიმართეს გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისს კიევში, რომელიც ზოგჯერ ფაქტების გადაუმოწმებლად, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემდა სარეკომენდაციო ხასიათის წერილებს.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც ქარდავამ და მისმა ადვოკატმა ამ განცხადებაში იცრუეს, შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი, ფაქტობრივად, საერთაშორისო დონის თაღლითობას მიმართეს, როდესაც მიუთითეს, თითქოსდა პირველად მიმართავდნენ უკრაინას თავშესაფრის მოთხოვნაზე და ამისთვის გაეროს კომისარიატს მეგის ქარდავასთვის რეკომენდაციის გაწევა სთხოვეს.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მართლაც მიიღო გაეროს კომისრის კიევის ოფისის მიერ მიწერილი სარეკომენდაციო ხასიათის წერილი. საიმიგრაციო სამსახური საქმის კურსში იყო, რომ ქარდავას საქმეზე ყოველგვარი გადამოწმებისა და შეცდომაში განზრახ შეყვანის შედეგად გაცემულ რეკომენდაციასთან ჰქონდათ საქმე და სამსახურმა 2021 წლის 15 სექტემბერს დაუყოვნებლივ მიმართა გაეროს კომისრის უკრაინის ოფისს და საქმეში გარკვევა და აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვა მოსთხოვა.
პარალელურ რეჟიმში, გაეროს კიევის ოფისის სარეკომენდაციო წერილით მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგს გაემგზავრა „უცნობი“ ქარდავას გადასარჩენად.დანარჩენი აქ
https://for.ge/view/216422/saakaSvili-wowor...-uari-Tqva.html