ინტელექტუალური მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები https://www.tsu.ge/assets/media/files/48/di...e_Silagadze.pdfივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი
სადისერტაციო ნაშრომი: სალომე სილაგაძე, თბილისი 2020
შესავალი
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ინტელექტუალური სამუშაო ძალის გადინება 21-ე საუკუნის სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენად იქცა.
არნახულმა ტექნოლოგიურმა და ინდუსტრიულმა განვითარებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მისცა საშუალება, რომ უცხოეთში არამარტო
მოგზაურობის არამედ მუშაობის საშუალებაც ჰქონოდათ.
ტერმინი „Brain Drain”, ანუ "ტვინების გადინება" პირველად შეიმუშავეს 60-იანი წლების დასაწყისში. 1963 წელს ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებამ
ხსენებული ტერმინი განმარტა, როგორც: "ბრიტანელი მეცნიერების აშშ-ში საცხოვრებლად და სამუშაოდ ემიგრირება"(Cervantes, Guellec, 2002).
თანამედროვე რეალობაში ეს ტერმინი გამოიყენება ნებისმიერი განათლებული პროფესიონალის ემიგრაციის ანალიზისთვის.
ახალი ფელგრეივის ეკონომიკის ლექსიკონის მიხედვით ტერმინი ტვინთა გადინება ნიშნავს "მაღალ კვალიფიციური და განათლებული
ადამიანური რესურსების გადინებას განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში".
აღნიშნული წყაროს მიხედვით ყველაზე ხშირად ინტელექტუალურ მიგრანტებად მოიაზრებიან ინჟინრები, ექიმები, მეცნიერები და სხვა ძალიან
მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ საუნივერსიტეტო განათლება (The New Pelgrave Dictionary of Economics, 2016).
დოკიერი და მარფუკი (2005) ქვეყნიდან ტვინთა გადინების მაჩვენებელს განსაზღვრავენ, როგორც ბაკალავრის მქონე 25 წლის (ან უფროსი) ადგილობრივი
მცხოვრებლების და მიგრანტი მოქალაქეების რაოდენობის შეფარდებას (Docquier, Marfouk, 2005).
ლიტერატურაში ინტელექტუალ მიგრანტებზე საუბრისას მკვლევარები გულისხმობენ იმ სამეცნიერო, ტექნიკური სპეციალისტების, მსახიობების,
მხატვრების და ზოგადად კულტურის სფეროს წარმომადგენლების და უცხოეთში მცხოვრები სტუდენტების მიგრაციას, რომლებიც საზღვარგარეთ
ცხოვრობენ ერთ წელიწადზე დიდხანს.
ჩვენი კვლევისთვის სავსებით მისაღებია მიდგომა რომლის მიხედვითაც ინტელექტუალურ მიგრანტად მოვიხსენიოთ ყველა ის პირი, რომელსაც აქვს
უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი) და რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ ერთ წელზე დიდხანს.
აღნიშნული ტიპის მიგრაციის მოსახსენიებლად ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოიყენება: "Brain drain", "intellectual migration", "migration of the highly skilled" ანუ
ტერმინები: ინტელექტის გადინება, ტვინთა გადინება, ინტელექტუალური მიგრაცია და მაღალკვალიფიციური კადრების მიგრაცია.
ეს ტერმინებიც ძირითადად შეგვიძლია, რომ სინონიმებად მივიჩნიოთ. თვითონ მიგრანტები კი აღიწერებიან, როგორც:
ინტელექტუალი მიგრანტი, ერუდირებული მიგრანტი, საუნივერსიტეტო განათლების მქონე მიგრანტი და სხვა.
ამ ტერმინებს ჩვენი კვლევის ფარგლებში სინონიმებად ვიყენებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალი მიგრანტების ძირითადი მოტივატორი მათი ეკონომიკური რეალობაა, ტვინთა გადინება არ უნდა გავაიგივოთ
შრომით მიგრაციასთან. შრომითი მიგრანტი არის პირი, რომელსაც უცხოეთში სურს პროფესიული მოღვაწეობა.
ტვინთა მიგრაცია კი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მინიმუმ ბაკალავრის წოდება (ან მასთან გათანებრებული განათლება) აქვთ მიღებული.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ გრძელვადიან პერაპექტივაში ტვინთა გადინებას უარყოფითი გავლენა აქვს ინტელექტუალურ ემიგრაციას მიგრანტების
წარმოშობის ქვეყანაზე (Parkhomenko, 2014; Carling, Schewel, 2017; Srivastava, 2018 და სხვ.).
***

ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მიმღები პირები გზავნილებს ძირითადად თვეში ერთხელ იღებენ.
ძირითადად ფულად გზავნილებს მიმღებები იღებენ წელიწადში 10,000 ლარის ფარგლებში. რეგიონებთან შედარებით მაღალ თანხებს იღებენ თბილისელები.
ყველაზე განათლებული ემიგრანტები რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონებიდან არიან, მათგან 35%-ს მაგისტრატურა აქვს დამთავრებული.
ასევე, ასაღნიშნავია ის ფაქტი, რომ რესპონდენტთა ინფორმაციით ემიგრანტების ზეგავლენით სხვა პირებმაც გადაწყვიტეს საქართველოს დატოვება.
აღნიშნული კითხვის ყველაზე მაღალი ინდექსი გურიაში (80%) და იმერეთში (48.65%) შეინიშნება.
იგივე რეგიონების წარმომადგენლები, აჭარლები, ქვემო და შიდა ქართლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალი ემიგრანტები სწორედ
იმ ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათი ახლობლები ცხოვრობდნენ (აჭარა: 64.52%, გურია: 100%, იმერეთი: 52.50%, ქვემო
ქართლი: 55.56%, შიდა ქართლი 57.89%).
რეგიონებში მცხოვრებლები ერთხმად აღიარებენ, რომ ემიგრანტების წასვლის შემდეგ მათი ოჯახების ცხოვრების დონე უკეთესობისკენ შეიცვალა.
აფხაზეთში (33.33%), შიდა ქართლში (21.05%), იმერეთში (16.22%), კახეთში (14.81%), და სამცხე ჯავახეთში (11.11%), ფულადი გზავნილები
უპირველესად ყოველდღიური ხარჯების დაფარვას ხმარდება.
ასევე, ზოგიერთ რეგიონში აქტუალურია სწავლის დაფინანსება (განსაკუთრებოთ გურიაში და ქვემო ქართლში) და სესხის დაფარვა (კახეთი, აჭარა და სამცხე ჯავახეთი).
This post has been edited by Катеньки on 23 Sep 2021, 02:34