კი, შეიძლება სულაც ორი წავიდა ბურთის მოსაძებნად.
* * *
არც წართმევაა კარგი ქცევა. კი, მართალია, რაღაცეები არ უნდა იკადროს ადამიანმა. თუმცა მასეთი ხალხი არსებობს და შემთხვევებიც ხდება. რა გინდა რომ ქნა.
ერთხელ ცოტათი ნაცნობი მაღაზიიდან, ნივთი გამყვა, არავინ იყო მაღაზიაში რომ მეყიდა. იქვე სხვას ვკითხე სადააო და აი იქ მიდიო, მივედი და არ იყო, აი ასე გამყვა. ათ წუთში გამოვიარე უკან და დავუბრუნე თავის 5 ლარიანი ნივთი. აყვირდა დაყვირდა რატო მომპარეო, რომ დამენახე არ ვიცი რას გიზამდიო, თავისმა ვიღაცამ მხარი დაუჭირა, ასეთი რამე არ უნდა გექნაო. ბოლოს წყნარად ვუთხარი, არაფერი ცუდი განზრახვა არ მქონია მეთქი. რავი გაიგეს თუ ვერა, მაგრამ აღარაფერი უთქვიათ. ნერვებიც არ უვარგა ხალხს, დავუშვათ მოგპარე, ხომ ხედავ რომ გამოსწორებას ვცდილობ, აღარ უნდა აყვირდე. მაგრამ წარსულში რაღაცეებს დაკარგავდა და ყველა ერთად გაახსენდა ალბათ და კინაღამ ჩემზე იყარა ყველა ჯავრი