აიცერით და დაიკიდეთ

ხო, ჩვენს Y-ეთა ჯოგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილების მიმღებებზე დავწერ კიდე, გამყრელიძის თამადობით.
რასაც ქვია Y-ეები, ვითომ რო მსჯელობენ რაღაცეებზე.
რამდენიმე დღის წინ რო იყო კიდე, ბუსტერზე და 16 წლის ქვემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე მსჯელობდნენ

ჩვენი ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგები

რას მსჯელობდნენ, ნეტა მომასმენინა

და ორი თუ სამდღიანი მსჯელობის შემდეგ დაადგინეს ის, რაც უკვე კაი ხანი დადგენილი აქვთ ჩვენზე ყველაფრით ბევრად წინ მყოფ ქვეყნებს - ტექნოლოგიებით, მეცნიერების კუთხით ბევრად წინ მყოფ ქვეყნებს...
ეს ერთი და მეორე კიდე:
აქაც დავწერე რო ვაქცინაციის ორივე კურსი აშშ-ში ჩავიტარე და მომცეს იქაური ვაქცინაციის ბარათი, რომლითაც თავისუფლად გადავკვეთე აშშ-ის, გერმანიის და საქართველოს საზღვარიც.
მაგრამ აქ ვაქცინირებულთა რეესტრში არ მარეგისტრირებდნენ.
ყველას მივმართე, ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციას და ყველა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მამისამართებდა.
მაგრამ მაგათ ამერიკულ ვაქცინაციის ბარათს არ ვცნობთო, არც ვაქცინაციის რეკომენდაციას გაძლევთ და სადმე ღონისძიებებზე დაშვება თუ დაგჭირდათ, პისიარები გაიკეთეო...
ეს ტელეფონზე, მეილებზე არც უღირსებიათ პასუხი.
და ამ დროს კალიფორნიის ჯანდაცვაშიც გავგზავნე მეილი, ესე და ესეა, მე რო ავიცერი არ იყო ელექტრონული ბარათები და მჭირდება იქნებ გამომიგზავნოთ მეთქი და ერთ კვირაში დანარეგისტრირეს ბაზაში და გამომიგზავნეს...


40 მლნ მცხოვრების მქონე კალიფორნიამ ერთ კვირაში მომიგვარა პრობლემა და ამ უსაქმურმა Y-ეებმა ერთი თვე ვერ მოიცალეს რო პასუხი გაეცათ...
მაგრამ რას ვითხოვ, რა საზოგადოებაც გვყავს, იმის შესაფერისი "პროფესიონალები" თუ ჩინივნიკები...
ამ ტალღებს კიდე ნუღა გაწელავენ და ერთიანად მაინც დაგვატყდეს და ვინც მოსაკლავია, მოკლას და დაგვაბრუნოს ნორმალურ ცხოვრებას...
როგორც ევროპასა და ამერიკაში მოხდა/ხდება.
ქართველმა ხალზმა უარი თქვა ვაქცინაციაზე და ვისაც კორონა მოკლავს, დავიკიდოთ, თვითონ კიდიათ...
ამ ყოველდღიურ სტატისტიკებს არანაირი აზრი აღარ აქვს
This post has been edited by Frankens†ein on 11 Oct 2021, 12:09
Mens sana in corpore sano...