#58412377 · 28 Sep 2021, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გთხოვთ მორჩეს სპეკულაციები თემაზე თუ სადაური იყო დავით სოკოლოვი და სადაური აქცენტი ქონდა მე თვითონაც სოკოლოვი ვარ, ბატონი დავითის ახლო ნათესავი, ერთი წინაპრის შთამომავლები ვართ, რომელიც საქართველოში 19-ე საუკუნის დასაწყისში ჩამივიდა და გაქართველდა ის იმ წინაპრის მეოთხე თაობაა, დაბადებული და გაზრდილი საქრთველოში, კერძოდ ხარაგაულის რაიონში, სოფელ მაქათუბანში არასოდეს რუსულ სოციუმში არ უტრიალია, ნუ ყოველ შემთხვევაში სხვა საბჭოთა ქართველებზე არაფრით მეტი და აბა საიდან უნდა ქონოდა რუსული აქცენტი მეც პირადად არაერთხელ მქონია შეხება ბატონ დავითთან, ბევრჯერ გვისაუბრია და არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია კი, ქონდა თავისებური ლაპარაკის მანერა, თითქოს ცოტა თეატრალური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსული აქცენტი
--------------------
www.hattrick.org FC Gudauri Umaglesi Liga
|