#58468712 · 10 Oct 2021, 22:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანტუნი ათონელი ისევ დარბის სანადიროდ
10.10.2021 / 17:20აა ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განიხილეს, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.
"სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
|