#58422347 · 30 Sep 2021, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ არ არის ალტერნატივის იმედი? ამაშია ძირითადი პრობლემა.
ქვედა პუნქტებს თუ შევაფასებთ საღად, ინდვიდუალურ პოლიტ მოღვაწეებთან მიმართებაში, მე მგონი რაღაც დასკვნებამდე მივალთ. ახლა ძაან ზედაპირულად ვაფასებთ სიტუაციას.
1. მათი პრაქტიკული გამოცდილების/განათლების ნაკლებობა. (მაგ: არ უმუშავია სათანადო სფეროებში. არ აქვს მიღებული ადეკვატური განათლება) 2. მათ ზოგად და პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან უთანხმობა.( მაგ; ძაან ლიბერალი ან კონსერვატორია. იხრება დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ ა.შ.) 3. მათი პიროვნებისადმი უნდობლობა.( მაგ: გაიყიდება, მოიპარავს, გამდიდრდება)
1 და 2 ობიექტური კრიტერიუმებია, ანუ ფაქტებით შეგიძლია გაეცეს პასუხი. 3. მნისვნელოვანწილად სუბიექტური, თუ რა თქმა უნდა აღნიშნულში მხილებურლი არ არის ადამიანი წარსულში. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ეჭვი გაქვს.
მიუყენეთ ეს სამ პუნქტიანი ტესტი რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკოსს და ნახეთ აბა თუ დაგეხმარებათ გადწყვეტილების მიღებაში.
|