kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36688
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#58425674 · 1 Oct 2021, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Что происходит в Грузии? 13:14
Экс-президент Грузии Михаил Саакашвили утром 1 октября на своей странице в Facebook пожелал всем доброго утра и заявил, что уже находится в Грузии. Его соратники в партии «Единое национальное движение» возвращение бывшего президента подтвердили. И в украинском офисе, в частности, его глава Мариам Барабаш заявила, что Саакашвили покинул Киев минувшей ночью.
«Недавно он написал об этом сообщение в Facebook, и я могу подтвердить информацию. По моей информации, вчера он уехал из Киева. Три дня назад он собрал команду и сказал нам, что едет в Грузию, потому что сейчас переломный момент для страны, когда нужно делать выбор между Европой и прошлым. Он сказал нам, что должен ехать, потому что сейчас важный референдум, и он должен быть в Грузии», — заявила грузинскому Первому каналу Барабаш.
В МВД Грузии тут же заявили, что Саакашвили официально не пересекал границу страны. Опровергли возвращение экс-президента и в правящей партии «Грузинская мечта - Демократическая Грузия». «Никакой информации, кроме того, что это очередная клоунада… Почему вы распространяете неверную информацию? Докажите мне, что он в Грузии», - заявил журналистам один из депутатов партии «Грузинская мечта» Гиви Миканадзе.
Председатель правящей партии Ираклий Кобахидзе в беседе с журналистами также опроверг информацию о возвращении Саакашвили на родину.
А в порту Батуми корреспонденту Sputnik Грузия сообщили, что накануне, несмотря на шторм, приняли два грузовых судна из Румынии и Украины. Пока неизвестно, прибыл ли на украинском судне Саакашвили.
Тем временем Саакашвили из Батуми заявил, что 2 и 3 октября будет в Тбилиси и призывает людей собраться на площади Свободы в центре города. «Я на вас надеюсь. Вы же видите, я всем рискнул – своей жизнью, свободой, чтобы сюда приехать. От вас я требую только одного – приходите на выборы. Не бойтесь, не опускайте руки. У нас все получится», – заявил Саакашвили. * * * აფრედერიკ_მე
01.10.2021 / 13:27აა გია ხუხაშვილი - ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ - კობახიძემ გადაიპარსოს თავი, მოიხადოს ბოდიში, თავზე ნაცარი დაიყაროს გია ხუხაშვილი - ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ - კობახიძემ გადაიპარსოს თავი, მოიხადოს ბოდიში, თავზე ნაცარი დაიყაროს
სისტემაში არის უკვე სერიოზული ბზარი. სააკაშვილს, როგორც ჩანს, სისტემაში სერიოზული დასაყრდენი ჰყავს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არის ბათუმში.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შიდა სისტემასთან შეთქმულების გარეშე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა.
„სისტემაში არის შეთქმულება, რომლის პირველი სიმპტომიც იყო სუს-ის ჩანაწერების გამოქვეყნება. ამის გარეშე მისი გარანტიების გარეშე ჩამოსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული ჯგუფების მხრიდან მას გარანტია ჰქონდა მიცემული. დასკვნა ერთადერთია - ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს.
სააკაშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ ჩამოვიდეს და ციხეში წავიდეს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიპატიმრობას და ციხეს თავისი კარიერის ნაწილად აღიქვამენ და გრძელვადიან პროცესზე არიან ორიენტირებული. სააკაშვილი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც სწრაფ შედეგზე და დინამიურ პროცესზე არის ორიენტირებული. სრულიად ცხადი იყო, რომ მას ჰქონდა გეგმა.
ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ. შესაბამისად, ინსტიტუტები არ არსებობენ. ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არსებობს. შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. კარგი რა, თქვე სამარცხვინოებო. როგორ ყოფთ გარეთ თავს? რაღაცას იბოდიალებენ. გამოვა ახლა კობახიძე, მაგარ ბიჭობანას ითამაშებს. გადაიპარსოს თავი, ბოდიში მოიხადოს, თავზე ნაცარი დაიყაროს და დაგვენახოს, როგორ არის. ბათუმში რომ დადის, ეს არის კლოუნადა? „დიპფეიკი“ არის? რა სამარცხვინოები არიან, არ დაიჯეროთო, რომ აქ არის ხალხოო- ერთადერთი, რაც დარჩათ, ამის მტკიცებაა. იმას კი არ ამბობენ, რომ დააკავებენ, უბრალოდ არ დაიჯეროთო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
|