ბიძინა ჩოლოყაშვილი
ბიძინა ჩოლოყაშვილი — კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე — ახალი სტილით 1 ოქტომბერი (18 სექტემბერი).XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. 1648 წელს თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ, მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა ის გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%...%83%9A%E1%83%98არაფერი ამ მილოცვაში განსაკუთრებული არ არის
ფორმულამ, მთავარმა და ტვ პირველმა როგორც დამახინჯულად ატრიალეს
ვითომ ამ ბიძნას დღეობაა დღესო
მზეთა ჯოგი
This post has been edited by Choncxis mzera on 1 Oct 2021, 23:10