„ოცნება“ მაიძულებდა არჩევნების გაყალბებას“ — საუბნო კომისიის წევრი ქუთაისიდანhttps://netgazeti.ge/news/573064/ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე საჯაროდ აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა.
ჩირგაძე საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა, ის რეგისტრატორი იყო — ამომრჩეველთა საერთო სიაში მოქალაქეს
ამოწმებდა, მარკირებას უტარებდა და უკვე შემდეგ ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს აძლევდა.
როგორც იზა ჩირგაძე აღწერს, გაყლბების სქემა შემდეგნაირი იყო: უბანზე უნდა შემოსულიყო პირი სხვა ადამიანის
პირადობით და სხვის ნაცვლად უნდა მიეცა ხმა.
ჩირგაძის თქმით, მიუხედავად ზეწოლისა და ზარებისა, მას კანონი არ დაურღვევია და არ დათანხმდა ხმების გაყალბებას, რომელსაც
„ქართული ოცნება“ აიძულებდა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი და მისი ოჯახის წევრების შევიწროება გაგრძელდა.
რას ჰყვება რეგისტრატორი?

როგორც იზა ჩირგაძე იხსენებს, ის 31 ოქტომბერს დაუკავშირდა ენმ-ის წარმომადგენელ კომისიის წევრს შეხვედრის მიზნთ,
რათა მისთვის მოეყოლა გაყალბების სქემის შესახებ და თავის დასაცავად დახმარება ეთხოვა.
ჩირგაძის თქმით, მისი შევიწროება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეს, პირველ ნოემბერსაც გააგრძელა. კერძოდ,
ურეკავდა ჩირგაძეს და მასთან შეხვედრას ითხოვდა. ამის შემდეგ ის კვლავ დაუკავშირდა ენმ-ის წარმომადგენელს და შეხვედრა დათქვეს
ქუთაისში, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე „მაკდონალდსში“.
იზა ჩირგაძის ინფორმაციით, როდესაც „მაკდონალდსში“ მივიდა, მას ისევ დაურეკეს მმართველი პარტიიდან და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ
საკვები ობიექტის გარეთ და სურდათ მასთან გასაუბრება. ქალის თქმით, მას შეეშინდა და თავი შეაფარა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრ
„გრანდ მოლს“, სადაც შეხვდა კიდეც ენმ-ის წარმომადგენელს.
ქუთაისში რეგისტრატორი ალაპარაკდა
https://www.facebook.com/watch/?ref=externa...317188586427280მისი მონათხრობის თანახმად, სავაჭრო ცენტრში ამ დროს გამოჩნდნენ უცხო პირები, რომლებსაც მისი უცნობი მიმართულებით
გაყვანა უნდოდათ, მათვე გამოიძახეს პატრული:
„უთხრეს, თითქოს მომიტაცეს.. არადა, ჩემი ნებით ჩავჯექი მანქანაში [ენმ-ის წარმომდგენლის]“, — უთხრა ნეტგაზეთს იზა ჩირგაძემ.
ენმ-ში ამბობენ, რომ ადგილზე იყო მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რადგან უცხო პირები ცდილობდნენ ქალის გაყვანას.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება მათ სატელეფონო ზარებს უსმენდა და სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის ფაქტი, რომ
უცხო პირები კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ იზა ჩირგაძეს.
ჩირგაძის თქმით, ამის შემდეგ დაუკავშირდნენ მის დას და უთხრეს, რომ შეიძლებოდა მას ჰქონოდა პრობლემები, ასევე, ითხოვდნენ
იზას ქმირს ტელეფონი ნომერს. იზა ჩირგაძე შიშობს, რომ ზეწოლა არ შეჩერდება.
ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანს, სადაც იზა ჩირგაძე რეგისტრატორი იყო, არჩევნების პირველ და მეორე ტურებში სხვადასხვა
თავმჯდომარე ჰყავდა. პირველ ტურში თავმჯდომარე მარიამ ჭოლაძე იყო, მეორე ტურში კი- შორენა მალაღურაძე. ნეტგაზეთთან
ინტერვიუში ჭოლაძე თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამ სამუშაოს შესრულება გაუჭირდა.
როგორც ჭოლაძე ნეტგაზეთს უყვება, პირველ ტურში უბანზე არეულობა შეინიშნებოდა, რომელშიც დამკვირვებლები მონაწილეობდნენ, მათ
შორის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. როგორც ის ირწმუნება, „ოცნებისგან“ ზეწოლა არ უგრძნია და არც სმენია მსგავს შემთხვევაზე.
უბანზე თავმჯდომარის ცვლილებას ნეტგაზეთთან ადასტურებს თავად იზა ჩირგაძეც. ის გვიყვება, რომ პირველი ტურის დროს არც მასთან
დაურეკავს „ოცნების“ წარმომადგენელს, ზეწოლა მხოლოდ მეორე ტურის დროს იყო.
„კომისიის თავმჯდომარემ იცოდა იმიტომ, რომ მივწერე, ასე და ასე ხდება-მეთქი. მოდის ადამიანი საერთოდ სხვა სახელით, მაგრამ
გარეგნობა, გვარი, პირადობა არ ემთხვევა, როგორ მოვიქცე-მეთქი. არაფერი არ გაბედოო, მიპასუხა“, — ამბობს ჩირგაძე.
ქალი ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ სქემის შესახებ კომისიის სხვა წევრებმაც იცოდნენ. საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე შესვლისას
ამომრჩეველს პირველი რიგის მომწესრიგებელი ხვდება — ადამიანი, ვინც ამოწმებს ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და ასევე, აქვს
თუ არა პირს მარკირება გავლილი.
შესაბამისად, ამომრჩეველს, რომელსაც სხვისი სახელით უნდა მიეცა ხმა, ჯერ რიგის მომწესრიგებელი შეხვდებოდა და უკვე
შემდგომ რეგისტრატორი, ამ შემთხვევაში, იზა ჩირგაძე.
ნეტგაზეთი კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.
***
(სტატია სრულად იხილეთ მითითებულ ლინკზე).
This post has been edited by Катеньки on 2 Nov 2021, 17:46
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.