#58433794 · 2 Oct 2021, 19:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
QUOTE | რ გიჩნდება კითხვა მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა ისევ ასე განუვიტარებლები რატომ ვართ ? გაქვს შეხება უცხოელებთან ?
მაშIნ მიხვდებოდი საქმე იმაში არაა ზრდილობიანია ერი, განათლებული, ჭკვიანი და ა.შ ეს სხვადასხვა დოზითაა ადამიანში , მაგრამ ის რაც ერს აკლია არის ის რომ არ აქვს სახელწმიფოებრიობის განცდა და ხარისხის მაღალი სტანდარტის მოთხოვნა უცოხურ კომპანიაში დაბალი რგოლის მენეჯნმენტშიც კი არ ამუშავებდნენ ქოცებს , მაგრამ ხალხი მათ ირჩევს იმიტომ რომ ემოციები ჭარბობს ცივი გონებით შეფასებას შეიძლება ოპოზეც არ იყო კარგი წარმოდგენის მაგრამ ის მაინც იცი რომ ოპოს შემტხვევაში ახალი კადრების მოძიება უფრო შესაძლებელია ვიდრე მილიარდელი ოლიგარქის შემტხვევაში რომლის პარტიას მილიონობით ლარს წირავენ
|
არ შეიძლება ასე საუბარი. ის განვითარებული ქვეყნები სახელმწიფო აზროვნებამ არ მიიყვანა აქამდე. ჩვენნაირი გზა არ გაუვლიათ. ეხუმრები სამი იმპერიის შუაში გადარჩენას\? ჩვენბ უბრალოდ ამას შევეჩვიეთ და უბრალო ფაქტი გვგონია. სულ ყოველ წელს ამას გვეუბნებოდნენ სკოლაში და ''გაგვიტრუხდა'' . ... ჩვენზე დიდი ქვეყნები წაიშალნენ რუკიდან საერთოდ. ოსმალებზე იფსამდა ევროპა, მაგათი თავისტკივილი იყო და ჩვენ მის მეზობლად გადასარჩენათ ვიბრძოდით. კაი ომები გვერდზე გადავდოთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მენტალობის მეზობლები შეგვხდა. რუსული მენტალობა და კულტურის შემოჭრა, გინდა თურქული ტომების, აი ეს ყველაფერი კიდე როგორ გადახარშა ქართველმა კაცმა არ გიკვირს? რამდენჯერ გაგვინადგურეს აშენებული ქვეყანა? გიორგი მეშვიდეს დროს საერთოდ გვარები ამოწყდნენ თემურ ლენგთან ბრძოლაში. მუსულმანურ კულტურაში რომ არ ავთქვეფილიყავით. ერეკლეს დროს ერის რიცხოვნობა კრიტიკულ მინიმუმამდე დავიდა, ლამის გადაშენება დავიწყეთ. მერე ამდენი სომეხის შემოსახლება რა გავლენას მოახდენდა მაშინ ჩვენზე? კიდევაც ეტყობა თბილისს ეს ყვეალფერი.
ჩვენ უბრალოდ დიდი ფასი გადავიხადეთ და რენესანსისთვის არ გვეცალა სამწუხაროდ. ახლა კი 30 წელია რაც დამოუკიდებლები გავხდით. ბევრია? ან გავხდით კი? ვინ გვაცდის? ჩვენს შორის გამოზრდილი კაგებეს ლეკვებით სავსეა ქვეყანა. საელჩოები შენს საქმეებში ერევიან, კაგებეს ხალხი ფეესბეს ემსახურება, აქეთ ფულზე გაყიდული თანამემამულეები, იქეთ მასვი-მაჭამე თბილისის ძველი ინტელიგენცია. ოკუპირებული მიწები. როგორ შედგება სახელმწიფო ასეთ პირობებში?
იყოს ფრანგი და ბელგიელი ჩვენი მეზობელი ვანიას და თათარის მაგივრად და ნახავდი მერე ჩვენს განვითარებას.
This post has been edited by Mr Angry on 2 Oct 2021, 19:48
|