გილოცავთ გორში ხინჩეგაშვილი აირჩიეს 51.65%-ით!
მსოფლიო გავაოცეთ და ქალაქის მერად პირველად ავირჩიეთ წერა-კითხვის უცოდინარი!
დარწმუნებული ვარ, ვინც გორში ოროსანი იყო, ყველა მივიდა და ბატონ ვლადიმერს მისცა ხმა, აქაოდა იქნებ მეც გამიმართლოს ოდესმეო.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვლადიმერი თანაშემწეებსაც დაიქირავებს: ერთი წერაში მოეხმარება, მეორე - კითხვაში და ასე აშენდება კიდეც საქართველო!

ახლა კი სერიოზულად ვისაც შეგიძლიათ, რამე ხელობა და ინგლისური, ფრანგული ან/და გერმანული ისწავლეთ და დასავლეთში წადით, მე მგონი მართლა არაფერს აღარ აქვს აქ აზრი.
This post has been edited by Hiksos on 3 Oct 2021, 07:56