Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 44%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვსტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 46% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 33%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა:
"საქართველოსთვის" - N25 - 6%
"ევროპული საქართველო" N2 - 2%
"ლელო N9" - 2%
'გირჩი - მეტი თავისუფლება" N45 - 2%
"მესამე ძალა N1" - 1%
"მოქალაქეები N7" - 1%
"პატრიოტთა ალიანსი" N8 - 1%
"ლეიბორისტული პარტია" N10 - 1%
"დროა "N32 - 1%
"გირჩი" N36% - 1%
"მოძრაობა ხალხისთვის" N48 - 1%
რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას - 40%, გიორგი გახარიას კი 7%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 5%; თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...xardachera-akvs