ქოცებზე ხშირად ვამბობ: ან მტერია ან შტერია.
მტრობა დროებით გადავდოთ და სიშტერე განვიხილოთ.
2012-ში გულუბრყვილო ადამიანი შეიძლება მოტყუებულიყო ბიძინას ზღაპრებით, ცოცხების სპექტაკლით და რაფალიანცზე ცლისწამებით, მარა 2016-ში რომ ისევ იმ ბიძინას დაუჯერა, ის უკვე შტერია. მესამედაც რომ დაუჯერა 2020-ში, ის უკვე შტერიცაა და საქართველოს განადგურების თანამონაწილეც.
ახლა გუშინდელი ამბები განვიხილოთ, საინტერესოცაა და სიმპტომურიც.
მთელი თვე, მიშა იძახოდა ჩამოვალო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ ვერ ჩამოვა, მშიშარააო, თუ ჩამოვა საზღვარზევე დავიჭეთო....
დილით მიშამ დადო ვიდეო ბათუმში ვარო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს მტკიცება რომ ტყუილია, არც წამოსულა უკრაინიდანო. მარა ყოველი შემთხვევისთვის ჯარი და ჯავშანტექნიკა გაგზავნეს ბათუმში... (არ მახსენდება ბოლო ერთი საუკუნეში, სადმე რომელიმე პოლიტიკოსს ჯარით დასდევდნენ). მერე მიშამ დაწერა ანაკლიაში ვარო და გურია სამეგრელოში ეძებდნენ... პარარელურად საღამომდე ამტკიცებდნენ არ ჩამოსულაო, სანამ მიშამ ვიდეო არ დადო თბილისში ვარო... რაც პრაქტიკულად თავისი ადგილმდებარეობის გამჟღავნება იყო. ამის მერე დაიჭირეს და ერთი კაცის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აყვანას, რომელიც თავად ჩამოვიდა უკრაინიდან, სპეცოპერაცია დაარქვეს.... მერე დაიწყეს მტკიცება, მთელი დღე სპეცოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე გატყუებდითო..... ანუ, რომ ერთქვათ კი ჩამოვიდა, არ ვიცით როგორ შემოგვეპარაო, მიშა დაფრთხებოდა, ფრთებს გაშლიდა და გაფრინდებოდა?.....
ამ სისულელის დამჯერებელს და ხელისუფლების ამ უუნარობის მომწონებელს რა უნდა დავარქვა?....