მიხეილ სააკაშვილს საერთოდაც არ უნდა განეცხადებინა პრეტენზია პოლიტიკაში დაბრუნებაზე საქართველოში.
უბრალოდ უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ხოდა ადგა და ჩამოვიდა, რაც იყო მისი ვალი უფლის წინაშე - აღასრულა.
ეჭვი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ წამებას გაივლის ციხეში ამათი წყალობით, ვიდრე ხელს არ მოუწერს...
იმ ყველაფერზე, რაზედაც მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი საქართველოს წინააღმდეგ...
ამათი მიზანი სააკაშვილის პოლიტიკურ გვამად ქცევაა, თუმცა დაავიწყდათ ყველაზე მთავარი რამ...
ამასთან, შექმნილი ვითარებით როგორ ისარგებლებენ სხვადასხვა გარეშე თუ შიდა პოლიტიკური მხარეები, ეს ცალკე უზარმაზარი პრობლემაა.
ვხვდებით, რომ სახელმწიფოებრივად უმწიფარი პოზიცია გამოავლინეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნაცებმაც, ქოცებმაც, ოპოზიციამაც, ამომრჩეველმაც?
მოდით, ვცადოთ და შორეული მომავლიდან შევხედოთ დღევანდელ მოცემულობას, რათა შევაფასოთ რეალურად, გავიაზროთ ობიექტურად ჩვენი მდგომარეობა.
ძალიან ცუდს მიგრძნობს გული. ჩვენი საქმე მეტად მძიმედაა...
საქართველოს უამრავი შანსი წაართვეს ამ წლების მანძილზე. ის, რაც ერთი, ორი, სამი ან ოთხი წლის წინ იყო შესაძლებელი,
დღეს უკვე დაგვიანებულად მიმაჩნია. ვითარება შეიცვალა სახელმწიფოს შიდა თუ საგარეო სივრცეში და სამწუხაროდ ცუდისკენ.
This post has been edited by Катеньки on 4 Oct 2021, 13:55
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.