#58448090 · 5 Oct 2021, 10:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
keandra
| QUOTE | | გეთანხმებით იმაში რომ ბიძინას აქვს კრემლთან კავშირები თუმცა არ გეთანხმები რომ ფსბ-ს მაინდამაინც ბიძინა ჭირდებოდა მმართველად. სააკაშვილი რა ხელს უშლიდათ რამეში? |
ფაქტები მეტყველებს რომ ძალიანაც უშლიდათ. 1.
| QUOTE | | 1990 წლიდან რუსეთი აგინებდა საქართველოს ყველა ხელისუფალს. გამსახურდიას (რომელიც თავად მოიყვანეს ხელისუფლებაში), თავისიან შევარდნაძეს, სააკაშვილზე ხომ საერთოდ გიჟდებოდნენ, 9 წელი არცერთი სიტყვა არ უთქვამთ ბიძინაზე. არ გიჩნდება კითხვა რატომ?... |
2. არასწორად გესმით რუსეთის ინტერესი და მოქმედების პრინციპები~ რუსეთის მიზანია საქართველო ვერ შედგეს როგორც სახელმწიფო. იყოს ღრიბი, კრიმინალური, მუდმივად ქაოსში და კომფლიქტებში ჩაძირული. ამ შემთხვევაში რუსეთის გარდა არვის ექნება სურვილი და შესაძლებელობა საქართველოში რამე ინტერესი ჩადოს. ამას აკეთებდა რუსეთი თავისი აგენტურით 1990 წლიდან დაწყებული. ნაციონალებმა აღმოფხვრეს კორუფცია და კრიმინალის თარეში, შექმნეს მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, დააინტერესეს დასავლეთი. სწორედ ესაა, რაც რუსეთის გავლენისთვის სასიკვდილო იყო. შემთხვევითი გგონიათ რომ, მთელი რუსული მედია იმ 9 წელშიც და მას მერეც უზარმაზარ რესურსს ხარჯავდა და ხარჯავს სააკაშვილის ლანძღვაში? იმ პერიოდში იქ ვიყავი და თვალნათვლივ ვხედავდი, როგორ იბოღმებოდნენ და როგორ ცოფთებოდნენ საქართველოს წარმატებებზე....
| QUOTE | | ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა უბრალოდ მისი პირადი ახირება მგონია მეტი არაფერი. |
რა ახირება. სასტიკად ვერ იტანს საჯაროოებას. მთელი თავისი ცხოვრება იმალებოდა და უცებ მოუნდა?... ეგ მხოლოდ სურვილზე დამყარებული ვარაუდია. ფაქტები კი საწინააღმდეგოა. * * * misha-htc
| QUOTE | | რაფალიანცის საქმე რომ არა. ერთის მხრივ კარგი იყო რაც მოხდა - ბიძინა რომ არა არავის არ ჰქონდა არანაირი შანსი მიშასთან. ერთ რამეში შეცდა სააკაშვილი როცა ბიძინა იმდენად დიდ საფრთხედ არ მიიჩნია რომ დედა მოედღნა. პატარკაციშვილის შემდეგ ბიძინა უნდა გაეგორებინა და ეხლაც იქნებოდა. ქვეყნისთვის რამდენად კარგი იქნებოდა ძნელი სათქმელია - ახლა რა ქაქშიც ვართ მაგაზე უარესი არა მგონია ყოფილიყო მაგრამ ნუ გადაწყვეტით ვერ იტყვი. მიშას ვერ მოვიშორებდითო მარა ამასაც ვერ ვიშორებთ და მოუშორებელი მიშა მირჩევნია მე მოუშორებელ ბიძინას - სუფთა პრაგმატულად ))) |
This post has been edited by SaamI on 5 Oct 2021, 10:14
|