მოკრძალებულად ვცხოვრობდით,
გვეხმარებოდნენ ადვოკატი მამა, "ცეხავიკი" მეგობარი.
შემდეგ, უეცრად და მოულოდნელად,როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ხდება,
გამოჩნდა დოქტორ ბიშოფი,საქართველოზე არანორმალურად შეყვარებული გერმანელი,
თავისი შორს მიმავალი ბიზნეს-ინტერესებით,ავიაციასა და ტურიზმში,რომელსაც მე უფრო აზარტს ვარქმევდი,ვიდრე ბიზნესს.....
არასოდეს უგრძნობინებია ჩვენთვის,რომ პატარა განუვითარებელი ქვეყნიდან ვართ,
ისე გვედგა ზურგში,გვერდში,მხარდამხარ.
იყო დიდი ფსიქოლოგი,ფილოსოფოსი,იურისტი,ეკონომისტი,
ხელოვნებათმცოდნე,დიდი გავლენების მქონე მილიარდერი.
https://www.manager-magazin.de/magazin/arti...yzmykyZ18JTIwPMHinrich Bischoff
Phantom der Rollbahn
Ferienflugpionier, Leasingkönig, Branchenschreck - Germania-Eigner Hinrich Bischoff hat viel erreicht.
Vor allem dies: unerkannt und unberechenbar zu bleiben.
ეს იყო 1993 წელს....
ჩაბნელებული ქალაქი თბილისი...
ქუჩაში ჯერ ისევ დარბიან შეიარაღებულები....
აეროპორტში არანაირი სერვისი,არანაირი სკამები,
საათობით მომლოდინე ხალხი,მათ შორის უცხოელები, იატაკზე დაყრილები.....
აეროდრომზე შევარდნები თვითმფრინავის ტრაპთან....
ჩვენმა გერმანელმა პარტნიორმა-
-"მიდიიით!ჩემისთანა გიჟს მეორეს ვერ ნახავთ,ვინც ახლა საქმე წამოიწყოს საქართველოში...
მიდი,სალია,იფრინეე!!!"
.ჰოოდა,ერთ მშვენიერ დღეს |ჩამოფრინდა ჯინსით,ქურთუკით,გაქუცული საკვოიაჟით.
სულ ასე დადიოდა,თავის ქვეყანაში თუ სხვაგან,ყველგან,
ბ-ნ ედუარდთან შეხვედრაზე კი
ინება და ჩემი ქმრის პიჯაკი და პერანგი ჩაიცვა,ჰალსტუხიც გაიკეთა....
შეხვედრების დამთავრების შემდეგ,
დავტოვეთ სასტუმრო "მეტეხში",დავემშვიდობეთ და წამოვედით სახლში.
დაახლოებით ერთ საათში,კარებზე ისმის ზარის ხმა.
გავაღე და რას ვხედავ- ეს ჩვენი მომღიმარე გერმანელი დგას კარებთან...
ტაქსით მოვიდა,დაცვის გარეშე.
1993 წელია...
მისი პირველი დღე საქართველოში...
იცის,ქუჩაში გასვლა საშიშია,მითუმეტეს მაღალი რანგის უცხოელისთვის.
"ვააა,რა სიურპრიზია დოქტორ!"
ისეთი ეშმაკური ღიმილით და თავის ქნევით მპასუხობს
"-იეს,იეს,სიურპრაიზ,სიურპრაიზ!"
მახსოვს, მის ორივე ხელში ჩაბღუჯული ხაჭაპური,მისი კმაყოფილი სახე...
ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,ბიზნესი,მეგობრობა,
24 საათიანი არანომალური სამუშაო რეჟიმი....
სადაც თვითოეული დიუიმი იყო მნიშვნელოვანი...
დაინიშნა რეისი-კიოლნ/ბონ-თბილისი-კიოლნ/ბონი,
ეს იყო პირველი სამგზავრო რეისი ბოინგით.
იმ დროს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები მხოლოდ საბჭოთა,ტუ-ებით დაფრინავდნენ!
მახსოვს,ხალხი სპეციალურადაც მიდიოდა აეროპორტში,ენახათ ბოინგის აფრენა/დაფრენა.
ენახათ,როგორ უნათებდა ჩვენი ერთ/ერთი მენეჯერი საფრენ ბილიკს თვითმფრინავს,ფანარით ხელში
და დაიწყო ბოინგ/ფრენები...
როცა გერმანიაში პირველად ჩავედით,ოჯახით,მისი საკუთარი ბოინგით,
საშობაოდ მორთულ/მოკაზმულ ულამაზეს ქალაქ კიოლნში...
დაგვახვედრა მანქანა გასაღებით,ბინა...
თავი ზღაპარში მეგონა!!!
სააკაშვილის რომელ ბრალდებას არ ეთანხმებით? (post #58450566)