თეირანში აზერბაიჯანის საელჩომ თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ფოტო, რომელსაც ხელში ისრაელის წარმოების იარაღი (TAR-21) უჭირავს.
პარალელურად, აზერბაიჯანულ მედიაში “გაჟონა” ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას ირანის არმიის დანაყოფებმა გადალახეს ირან-აზერბაიჯანის საზღვარი და გარკვეული ხნით შეაფერხეს აზერბაიჯანული არმიის წინსვლა, რითაც სომხურმა მხარემ ჯარების გადაჯგუფებისთვის საჭირო დრო მოიგო.
როგორც ჩანს, ირანმა თურქეთ-აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში რუსეთისგან ვერ მიიღო ღია სამხედრო მხარდაჭერის პირობა.
ამიტომ თეირანმა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სამხედრო აქტიურობა შეწყვიტა. მაგრამ ირანულ მედიაში კვლავ ვრცელდება ინფორმაციები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო ყოფნის თაობაზე, რაც მათი გადასახედიდან, დიდი საფრთხის შემცველია.