მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საპატიმროში პატრიარქის მდივანი მივიდა
პოლიტიკა • 6 წუთის წინ
Share
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააჟღერებს პატრიარქის გზავნილს.
https://www.newposts.ge/news/politica/mikhe...-mdivani-mivida * * *
ბოტკოველმა სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა - საპატრიარქო
პოლიტიკა • 1 წუთის წინ
საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ვიზიტის შესახებ არის საუბარი:
"დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
https://www.newposts.ge/news/politica/botko...oba-sapatriarqo