VotrenS A F Oრას ნიშნავს არ არის საჭირო? მაშველები არქეოლოგიურ სამუშაოებს კი არ ატარებენ?!...
აქ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე ვსაუბრობთ, სადაც დრო არის გადამწყვეტი ფაქტორი.
ყოველი გასული წუთი ართმევს ნანგრევებში მოყოლილ დაზარალებულებს გადარჩენის შესაძლებლობას.
თუ არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი, გაიყვანონ სამხედროები და სწრაფ დროში მართონ კრიზისული ვითარება.
აქ სხვა რამეშია საქმე. სულ სხვა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მხრიდან 2015 წლის 13 ივნისს, როცა
მოხდა წყალდიდობა თბილისში. ცხოველთა ნაწილი, მათ შორის ლომები, ვეფხვები, აფთრები გაიქცნენ ვოლიერებიდან.
ხელისუფლება მოუწოდებდა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ. ამის მიუხედავად, გავიდა საზოგადოება ქუჩებში, ვისაც
როგორ შეეძლო, შიშველი ხელებით დაიწყეს ტრაგედიის ზონის დასუფთავება და დაკარგული დაზარალებულების ძებნა.
მე მაინტერესებს, ჩემს ხალხს რა მოუვიდა. ნუთუ მხოლოდ კორონავირუსია მიზეზი? იქნებ საყოველთაო გულგრილობა?!...
ეს არის ტესტი, გამოცდა. ის, თუ რა განწყობებს ვავლენთ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის, ჩვენი მოქალაქეების
მიმართ, ცხადი ხდება, თუ რა ფასი აქვს დღეს ადამიანის სიცოცხლეს საქართველოში. ვიფიქროთ...
***
სტიქია თბილისში - „მოამბის“ მიერ მოპოვებული კადრები - უკომენტაროდ
https://www.youtube.com/watch?v=VFX3xqxCjys13 ივნისი - 2015 წლის ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოში
https://www.youtube.com/watch?v=UOqbAluxruE
პ.ს. ხანძარი სხვა შემთხვევაა. იქ მაშველთა გარდა თითქმის ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დიდი სურვილიც რომ გააჩნდეთ.
This post has been edited by Катеньки on 9 Oct 2021, 07:44
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.