რა უნდა მითხართ?

თქვენი რეალური პოზიცია და შფოთვის მიზეზი გასაგებია...
რაც მთავარია, დროულად გამოიძიეს საქმე და დამსახურებულად დაისაჯნენ კიდეც დამნაშავეები...
თბილისობისთვის გამოყოფილ თანხებს კი ბათუმში დაზარალებული მოქალაქეები მიიღებენ.
მართალია, ეს ოჯახის გარდაცვლილი წევრების დაბრუნებაში ვეღარ დაეხმარებათ, მაგრამ...
აი, ხომ ხედავთ... ო.
***
შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...akutre-daakava/09.10.2021 / 09:05
შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის
მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
***
თანხა, რომელიც თბილისობაზე უნდა დახარჯულიყო, ბათუმში დაზარალებულებს გადაეცემათ – კალაძე
https://netgazeti.ge/news/568337/?fbclid=Iw...VrJIW8sy9i-VnNE09.10.2021
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებაზე უნდა დახარჯულიყო ბათუმში
კორპუსის ნგრევის შედაგად დაზარალებულებს გადაეცემათ.
კალაძე თავის განცხადებაში უსამძიმრებს ბათუმსა და მთელ ქვეყანას, ამბობს, რომ ტრაგედია საერთო ტკივილია.
ამ ყველაფერზე უნდა დახარულიყო 494 ათასი ლარი.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
This post has been edited by Катеньки on 9 Oct 2021, 17:11
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.