შესაძლებელია სრულიად , როგორც ექსპერტმა თქვა შესაძლოა მზიდი კედლები გადაიღალა რადგან არასწორად იყო აშენებულიო
ანუ შესაძლებელია რომ მზიდი კედლის გადაღლის გამო დაწოლა გადასულიყო ტიხრებზე
ტიხრის გამოცლამ გადაიტანა ისევ დაწოლა მზიდ კედლებზე
აქ ავსხნი უფრო დეტალურად ჩემი გამოცდილებით ეს იყო გლდანის შემთხვევა და ფონიჭალის შემთვევაც
მოკლედ რას შეეხებოდა გაზით აფეთქებას - გვერდითი მზიდი კედლები აფეთქებამ გააფართოვა
ჭერი(იგივე პოლი ) დარჩა არმატურების იმედზე მარტივად ჩაწყდა და ჩალაგდა ქვემოთ როგორც დომინოს ქვები
კონკრეტულად ფონიჭალის შემთხვევაში 4-5 სართული ჭერები მოწყდა და ჩავიდა მეორე სართულზე იმიტომ რომ მზიდები აღარ იკავებდა და დაბლა ჩავარდა
ამან გამოიწვია მაშინ 30 წლის ქალის და 3 წლის ბავშვის სიკვდილი
ბათუმის შემთხვევაში თუ მზიდი კედლები დაზიანებული იყო სიმძიმე გადანაწილებული იყო ტიხრებზე ტიხრის გამოცლა გამოიწვევდა
მზიდებზე სრულ დატვირთვას
ამას აუცილებლად დაჭირდებდა დრო 2-3 დღე მინიმუმ , თუ მზიდ კედლებს წონა დააწვებოდა კედლები ,,დაჯდებოდა,,
ჩვენს ენაზე რო ვთქვათ გაიშალა გარე მზიდი კედლები და შიდა ჭერი - პოლი დატოვე არმატურების იმედზე
პირველი ჩაწყდებოდა მეორე სართული და ზემოდან დაელაგებოდა სხვა ჭერები
ესეც დომინოს პრინციპით დალაგდა
შემდეგ კიბის უჯრედის მხარე მზიდი კედელი ჩაწვა სახლის მხარეს რაც დამატებითი უბედურება იყო
ეხლა რატო იყო უბედურება , იდეაში კიბის უჯრედს უნდა დაეკავებინა მზიდი მარჯვენა მხარეს და კიბის უჯრედი უნდა
გადარჩენილიყო , სრულად გაუგებარია რატო ჩაწვა ამგ მხარეს კედელი ლაივებში დაინახავდით კიდეც რომ კიბის
ფილები არ ჩამოვარდა და ჩამოეკიდა
მარჯვენა მხარეს ფილები რომ კიდია ეგაა კიბის უჯრედები
არის ვარიანტები მანდ , მაგრამ იმ ექსპერტს ვეთანხმები ყველაფერში
1) უცებ ვერ მოხდებოდა ეს და მოსახლეობას ეს უნდა ეგრძნო ( შესაძლოა რემონტს აბრალიდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ )
2) კიბის უჯრედი არ უნდა დაშლილიყო ასე
პ.ს. მაშველებს შეეშვით , დომინოს დროს თუ ემატება ჭის ეფექტი რაც წინა გვერდებზე რაც დაწერე გადარჩენის შანსი არის
10-1 ზე , მინიმალურზე მინიმალური . ფაქტობრივად რამდენიმე სართულის ჭერი გეცემა თავზე
როცა სივრცეა და ჩამოშლა გაიშლება მაგ დროს შანსები იზრდება
მაგრამ მანდაც თუ დომინოა მინიმალურია მაინც
ძალიან დიდი თხოვნა მექნება არ შევცეთ მაშველებს
დაშლის დროს 90 % იღუპება უშუალოდ დაშლის მომენტში
დანარჩენები 5 -10 წუთში იგუდებიან
მაპატიეთ ასეთ მძიმე რამეს რომ ვწერ მაგრამ ეს ისაა რაც ვიცი და რისი გამოცდილებაც მაქვს