რაც შეეხება, დიალოგის კონსტრუქციული რელსებიდან გადაყვანის მეთოდოლიგიებს და დეზინფორმაციას...
იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ობიექტურები განსჯის უნარი, უნდა გაგვაჩნდეს სწორი ცოდნა ამა თუ იმ საკითხზე.
სახელმწიფო მოწყობის ფორმა 2012-2013 წლებში შეიცვალა და საპრეზიდენტო მმართველობიდან გადაგვიყვანეს
საპარლამენტო თუ ნახევრად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. მე ვიფქრობ, რომ ეს იყო შეცდომა.
9 წელი თუ საკმარისი არ არის, რათა ეს თვალნათლივ დავინახოთ, მაშ რამდენი დრო დაგვჭირდება კიდევ?!...
საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლისას ძალაუფლება გადნაწილდა არასწორად და მიიღო არაფორმალური მმართველობის სახე.
ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხს არავინ არ აგებს. არადა ძალაუფლება, თავისუფლება უზარმაზარი ტვირთია და
გულისხმობს მისი საპირწონე ვალდებულების, პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე...
ვის ინტერესებში შედიოდა პრეზიდენტის ინტიტუტის დაკნინება საქართველოში?
შემდეგი პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს ჩამოერთვა. პრეზიდენტს კონსტიტუციით ირჩევს, უფრო ზუსტად ნიშნავს პარლამენტი.
პარლამენტი ირჩევს ფაქტიურად მთავრობაც, პრემიერსაც, რომელიც პრაქტიკულად უტოლდება ქვეყნის პირველ პირს. თუმცა ჯერ
კიდევ ხალხი ირჩევს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტს) მოქმედი კანონმდებლობით.
ამ პირობებში, პარლამენტსაც და მიერ მიერ ნდობაგამოცხადებულ მთავრობასაც უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი
კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც არ ხდებოდა ამ ცხრა წლის მანძილზე. ახლა საერთოდ "დამშვიდებას" გვიპირებენ...
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შემუშავებული იქნა ე.წ. ფრანგული მოდელის მიხედვით.
საპარლამენტო მმართველობის ფორმა-თარგი არ ვიცი საიდან აიღეს. შესაძლოა, იმ ქვეყანაში (საიდანაც გადმოაკოპირეს)
მმართველობის ეს სისტემა იდეალურად მორგებულია, მაგრამ რამდენად შეგვიძლია იგივე ვიგულისხმოთ საქართველოში?
ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასე თუ ისე ბოლომდე შენარჩუნებული იყო პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტი.
პრეზიდენტი ნიშნავდა და ათავისუფლებდა ძალოვანი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირებს, შესაბამისად ყველა დარღვევა, რაც აღნიშნულ
სამინისტროებში თუ მის საქვეუწყებო დაწესებულებებში (მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში) იარსებებდა, საფრთხეს შეუქმნიდა
უპირველესად პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტის ფიგურას, მერე დანარჩენებს. ამიტომ, ის რაც ხდებოდა ციხეებში (თუ ხდებოდა), მიხეილ
სააკაშვილის უშუალო ინტერესებში არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უპირველესად საკუთარ ფიგურას მიაყენებდა ზიანს.
***
საპარლამენტო რესპუბლიკასაპარლამენტოა რესპუბლიკა — პოლიტიკურ წყობა სადაც სახელმწიფოს მეთაურს არ გააჩნია ისეთი ფართო უფლებები, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, რადგანაც ამ უფლებების უდიდესი ნაწილი მინიჭებული აქვს მთავრობის მეთაურს (რომელსაც ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრს უწოდებენ). პრემიერ-მინისტრი, ჩვეულებრივ, უდიდესი საპარლამენტო პარტიისა თუ პარტიების კოალიციის მეთაურია და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის მინისტრი. ასეთ რესპუბლიკებში პრეზიდენტი უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელია (მაგალითად გერმანია, იტალია, ისრაელი). ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტს შეიძლება კანონით მინიჭებული ჰქონდეს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის სამართავად საჭირო, აღმასრულებელი უფლებები, მაგრამ დაუწერელი შეთანხმებით, ის ამ უფლებებს არ იყენებს.
***
საპრეზიდენტო რესპუბლიკასაპრეზიდენტო სისტემა — რესპუბლიკური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთი ფორმა. ისტორიულად საპრეზიდენტო სისტემა შეიქმნა, როგორც მონარქიის, ისე პარლამენტარიზმის ალტერნატივა. საპრეზიდენტო მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1787 წელს წარმოიშვა. საპრეზიდენტო სისტემის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელ თვისებას ძალაუფლების გამიჯვნა წარმოადგენს. საპრეზიდენტო სისტემა თითოეულ შტოს თითო ძირითად ფუნქციას გადასცემს. პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციითაა აღჭურვილი, პრეზიდენტი — აღმასრულებელი ხელისუფლებით, სასამართლო კი — სამართალშეფარდებითი ფუნქციით. პრეზიდენტი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფიქსირებული ვადით. პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ხალხის მიერ პირდაპირ ან საარჩევნო კოლეგიის მიერ, ანუ მას დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის წყარო აქვს და იგი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ნებას არ უკავშირდება.
საპრეზიდენტო სისტემები თავის მხრივ მრავალ ქვესახეობად იყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნახევრად საპრეზიდენტო სიტემაა. ასევე ცნობილია სხვადასხვა ჰიბრიდული სისტემები, რომლებშიც ფიგურირებენ პრეზიდენტები.
ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა, იგივე პრემიერ-საპრეზიდენტო, შერეული სისტემა ანუ დუალისტური აღმსრულებლის სისტემა არის სისტემა, სადაც პრეზიდენტი თანაცხოვრობს პრემიერ მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ხოლო ეს უკანასკნელნი (პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად) საკანონმდებლო ორგანოს წინაშე არიან პასუხისმგებლები. ეს სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკისგან განსხვავდება, ძირითადად სახელმწიფოს მეთაურის არჩევითი ხასიათის გამო, რომელსაც ცერემონიალურ ფიგურაზე მეტი დანიშნულება გააჩნია.
(საქართველოში საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმებს გაეცანით სპოილერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Катеньки on 10 Nov 2021, 13:35
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.