სააკაშვილის მაგ ხარჯების ნაწილი 2012 წლის სექტემბერში გავასაჯაროვეთ, როცა თავად პრეზიდენტი იყო და ხელისუფლებაში კიდე ნაცმოძრაობა
სხვათა შორის ამ ჩამონათვალში არაა ის ხალხი, ვინც მაშინ მიშასთან იყო და მათაც უხდიდა სასტუმროს და გულაობის ხარჯებს, ბოლო 9 წელია კიდე ქოცებს ემსახურება..საკმაოდ დიდია ეგ სიაც
დღეს კიდე მაინტერესებს, ქ-ნ სალომეს რუსულ-ირანული ანტიკვარიატით ტფობასა და ირანული მამლების ფიგურებზე როდის აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე???
ასევე როდის მოეხსება საიდუმლო გრიფი პრეზიდენტ მარგველაშვილის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის, პრემიერების ივანიშვილის, კვირიკაშვილის, ბახტაძის, გახარიას და ღარიბაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებს?
თუ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არის..ამათი ხარჯების კანონიერების და მიზანშეწონილობის შესწავლა-ძიება რატო არ ხდება??
.............
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის,
ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი
საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო
ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის
და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225
ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;
ოქმების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში

ადგილზე
შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური

დათვალირებით

განსაზღვრა
მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;
ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა სულ შეისწავლა 62 ანტიკვარული ნივთი, საიდანაც
51-ზე შესაძლებლად მიიჩნია ნივთის შეძენა შემოთავაზებულ ფასად, ხოლო 11
შემთხვევაში დაასკვნა, რომ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდა

მის რეალურ
ღირებულებას;
კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული
ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა,
3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე
ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი -
59 000 აშშ დოლარი;
ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;
შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე
ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს
სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი;
შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ
ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული
ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი
შანდალი - თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი -
თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა -
თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25
ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 65
ერთეული - რუსული,

3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუა აზიური;
პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა,
ტენდერის გარეშე

დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე
ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5
ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს
ღირებულების ტახტები;
პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შესყიდულია 120 ერთეული თანამედროვე სანათი
საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა);
შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე
მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი - 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან -
თითოეულის ფასი - 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი
1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, რეზიდენციის ანტიკვარული
ნივთებით მოწყობის გადაწყვეტილება ემსახურებოდა საზოგადოებისათვის და მომავალი
თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას.

ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის
განცხადებით, საქართველოს პირობებში მეორადი და ანტიკვარული ავეჯის შეძენა უფრო იაფი
ჯდებოდა, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.
https://idfi.ge/public/upload/goga/Antique%...20Residence.pdfდასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის ძვირადღირებული
ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და სხვა ინტერიერის აქსესუარების
შესყიდვა განხორციელდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, შესაბამისი ბაზრის
დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის და კონკურენციის არ არსებობის პირობებში.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები
გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, საქართველოს
პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა,
მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება
სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.
კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც
შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან
გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან.
IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა,
მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც
თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო ბაზრის
სათანადო შესწავლის და კონკურენციის არ არსებობის პირობებში განხორციელებული
სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების
არარაციონალური განკარგვის რისკებს.