მაინტერესებს, დაუბრუნეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს თავისი სამკერდე ჯვარი?რა უფლებით და რომელი კანონმდებლობის თანახმად წაართვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისი სამკერდე ჯვრის ტარების უფლება?
ცნობილია, პატიმრები ციხეებში თავად ამზადებენ წმიდა ნივთებს: ჯვრებს, ხატებს და ა.შ... თვითონაც ატარებენ და ახლობლებსაც უგზავნიან.
ვინ არის ამ საშინელი მკრეხელობის დამკვეთი? ვინ აუკრძალა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯვრის ტარების უფლება და რა მოტივით?
იქნებ უფლისადმი ლოცვასაც უკრძალავენ? ადამიანის სულს რაც სჭირდება, როგორ ართმევენ? ვინც ეს ბრძანება გასცა, აცნობიერებს რაც ქნა:
პიროვნება, როცა მარტო რჩება, მით უფრო საკანში გამოკეტილი, ის ყველაზე ახლოს სწორედ მაშინ არის შემოქმედთან - წმიდა სამებასთან.
მას სჭირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფალთან დაშორება, სულიერად გატეხვა, ფსიქოლოგიურად განადგურება და დამორჩილება.
წარმოადგინოს "კანონი" (რომელიც არ არსებობს) და რომლის თანახმად პატიმარს ეკრძალება საპყრობილეში თუნდაც ხის ჯვრის ტარების უფლება.
მე ვიცი, რასაც ვწერ, თუ რას ნიშნავს ეს მდგომარეობა და რამხელა ზეწოლა (პირაპირ ბოროტისეული) ხორციელდება ამ დროს ადამიანის სულზე.
კიდევ უკეთ მესმის, თუ რამდენად დიდი სულიერი კრიზისების გავლა, ბარიერების გადალახვა უხდება ბოროტის მძევლობაში ჩავარდნილ პირს.
ყველაფერს რომ შევეშვათ, ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა.
სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს მიხეილ სააკაშვილს თავისი სამკერდე ჯვარი.
***
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას
https://www.radiotavisupleba.ge/a/31497877.htmlკათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
როგორც დეკანოზი ამბობს, ის სააკაშვილს არ შეხვედრია მის საკანში, არამედ ესაუბრა ნეიტრალურ ზონაში, სადაც მიღების საშუალებაა.
ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას. „მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ
ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - თქვა პატრიარქის მდივანმა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის
კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს.
***
ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი — სააკაშვილი
https://on.ge/story/9173919 ოქტომბერი, 23:37
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ყველა პოზიციას უჭერს მხარს.
მეტიც, ამბობს, რომ ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, იყო და არის პატრიარქისა და წმინდა სინოდის
პოზიციების მიმდევარი. სააკაშვილი არ აკონკრეტებს, გულისხმობს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც საპატრიარქოს აღიარებული არ აქვს.
ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპრეზიდენტი კრიტიკოსებს მიმართავს და ეუბნება, რომ ყოველთვის ეკლესიის მხარდამჭერი იყო, თან
ჩამოთვლილი აქვს, რა გააკეთა მათთან თანამშრომლობით. მათ შორის, აღნიშნავს კონკორდატსა და ხუთჯვრიანი დროშის დაკანონებას.
"მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან, 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს
მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას,
ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს
შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით
ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები. შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის,
სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი", — წერს სააკაშვილი.
ამასთანავე, მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ციხეში არ აძლევენ უფლებას საკუთარი სამკერდე ჯვარი ატაროს. ამის შესახებ მან 7 ოტომბერს
პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველსაც განუცხადა და სთხოვა, პატრიარქისთვის გადაეცა, რომ ჯვარი არ აქვს და დაბრუნება სურს.
"იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე
ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და
საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს", — წერს სააკაშვილი.
This post has been edited by Катеньки on 5 Nov 2021, 14:39