სულ დავიბენი.

ნიკა კვარაცხელია როდის მოკლეს, რომელ წელს?
22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას გულისხმობთ, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს?
2021 წლის 15 ოქტომბერს კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია ესროლეს, რაც დაფიქსირებულია.
ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, 2021 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
დავიბენი, 1 წელიწადი როგორ გავიდა ამ ამბიდან?

საინტერესოა, ბუსა ჟვანიას რა კავშირი აქვს ნიკა კვარაცხელიასთან?
***
თუ ლევან თოფაძის საკითხი იგულისხმეთ? რაც მთავარია, გადარჩა ლევან თოფაძე. ბუსა ჟვანია გავიდა ციხიდან.
ეს ორი ოჯახი რაღაცნაირად მორიგდა ერთმანეთთან, მიუტევეს თუ გაუნელდათ ტკივილი, ეს მათი საქმეა.
***
"ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა ფესტივალზე, სადაც ბუსა ჟვანიაც იმყოფებოდა...
მერე დაურეკია, შენთან რა უნდოდაო" - კონფლიქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
https://droni.ge/?m=9&AID=51598დრონი.ჯი -- 11:32 03.08.2020
გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის,
ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.
ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
***
ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ის ციხეს წლის ბოლოს დატოვებს
https://netgazeti.ge/news/527039/16 მარტი, 2021
ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც ციხეში ამ პერიოდის ნახევარს,
წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს. სასჯელის დანარჩენ ნაწილს კი პირობით მოიხდის.
ჟვანია გასული წლის აგვისტოში დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე.
გადაწყვეტილება სასჯელის შესახებ კი დღეს, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღეს.
ნეტგაზეთს სასამართლოში უთხრეს, რომ საპროცესო შეთანხმება ბუსა ჟვანიასთან 5 თებერვალს დამტკიცდა.
თავად გოგი თოფაძემ „ტელეკომპანია“ პირველთან საუბარში თქვა, რომ ბუსა ჟვანია საპატიმროს წლის ბოლოსთვის დატოვებს.
***
“მადლიერი ვარ გოგის, იმედია, განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება”
https://www.alia.ge/madlieri-var-gogis-imedi/ავტორი - ალია 17:36 08-05-2020 - ახალი ამბები, მთავარი
ზურაბ ჟვანიას მეუღლე და ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე, გოგი თოფაძეს მადლობას უხდის:
“გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი…
ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა ადეკვატური უნდა იყოს. ბუსას პირადი ნივთები გადმომცეს დღეს.
ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება”
ცნობისთვის, ბუსა ჟვანია ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.