ცოტა ხნის წინ ჩემი ნათესავი დაბრუნდა პარიზში (ცხოვრების უფლება აქვს) აცრილი არაა.
აეროპორტში PCR ტესტი და აცრის საბუთი მოთხოვეს, უარყოფითი ტესტი ქონდა, აცრის საბუთის არქონის გამო თურმე გულყრა დაემართათ.
შეფუთული ბრიგადა გამოიძახეს და როგორც კეთროვანი ცალკე ოთახში შეიყვანეს PCR ტესტი თავიდან აუღეს და 10 დღიან კარანტინში გაამწესეს .
კარანტინი სახლში ყოფნით გამოიხატება, იგივე სახლში მცხოვრებ ცოლშივილს კი შეუძლია გარეთ იაროს. აბსურდის თეატრი
თვითმფრინავში 180 კაცი იქნებოდა აქედან 2-3 იყო აუცრელი და ყველას ეგ ფლეშმობი დაუდგეს.
მეორე დღეს ექიმმა დაურეკა და უთხრა რომ ფრანგული PCR ტესტიც უარყოფითი იყო მაგრამ მაინც 10 დღე კარანტინში უნდა ყოფილიყო.
როდესაც ნათესავმა გააპროტესტა .... ექიმმა იცი რა უთხრა , ვიცი ბატონო ყველაფერი, მთლიანად გეთანხმებიო მაგრამ ასეთი დავალება გვაქვს და რა ვქნათო
აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, არავის აინტერესებს ვირუსი და მასთან ბრძოლა.
არც რეალობა აინტერესებთ, არც ტესტის შედეგი, ვაქცინა უნდა გასაღდეს და მორჩა .....
ცუდი ისაა რომ ხალხმა სულ დაკარგა ლოგიკური აზროვნება, ზომბებად აქციეს.
სამსახურში 10 აცრილი გყავს და 1 აუცრელს არ უშვებ რა ჯანდაბა ხდება.
არანაირი ლოგიკური ახსნა ამ ქცევას არ აქვს გარდა ერთისა , უბრალოდ ადამიანს საქონლად თვლი და იიიი აცრა უნდა აიძულო.