მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან კახელი არისტოკრატები მყავს, მე მაინც ხევსურად ვთვლი თავს, ასევე ჩემი ბიძაშვილებიც. მთიელობა უფრო მეტს ნიშნავს მთიელისთვის, ვიდრე არისტოკრატობა მთიელისთვის, ან თუნდაც არისტოკრატებისთვის.

აღზრდის მომენტია - უფრო გაჩვევენ დამოუკიდებლობასა და თანასწორობას, ვიდრე ბარის კონფორმისტულ ოჯახებში.
მარტიც ფსიქოლოგიურ მაგალითს გეტყვი: ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელს საქართველოში ზეპოპულარული გახდა ხევსურული ქუდები! და არა იმიტომ, რომ შუახნის კაცებმა, რატომღაც გაკეკლუცებულებმა და მოდას აყოლილებმა, ინტერნეტში მოიძიეს საკუთარი წარმომავლობა, არამედ იმიტომ, რომ ქართველს სწყურია ნამდვილი თავისუფლება და ამ თავისუფლების ალუზიას მთიელის ატრიბუტიკაში ჰპოვებს - და იხურავენ იმ კუთხის ქუდებს, რომელსაც ადრე სამართლიანად მიიჩნევდნენ ყველაზე ჩამორჩენილად, მაგრამ ახლა უკვე ესიმპატიებათ. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბარის ტრადიცია კი არ ახდენდა მთის ტრადიციის გადაფარვას, არამედ რიგ შემთხვევებში პირიქითაც იყო, ან მთიელი ეურჩებოდა გაბარელებას...
5% ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, მითუმეტეს, რომ მე ვსაუბრობ XX საუკუნის მასობრივ, ერთბაშად ჩამოსახლებაზე. იმ დროის თბილისელი ბიძიებისაგან მსმენია, რომ 50-იანებში ქუჩები ხელში აიღეს ხევსურმა და სვანმა ახალგაზრდებმა და მათ შორის გამუდმებულ ქიშპობას რომ ხელისუფლება უწყობდა ხელს, ქალაქელები კარგად ვხვდებოდითო! 60-იან და 70-იან წლებში რომ დემოგრაფიული ბუმი იყო, მანდ დიდი წილი მთიელებზე მოდიოდა.
ასე რომ, დუალიზმი რეალური პრობლემაა და ერთმა მხარემ მეორე უნდა დასძლიოს, თუკი სახელმწიფო გვინდა რომ გვქონდეს!
* * *
ისე, კაცმა რომ თქვას, პრობლემა შეიძლება უფრო ადვილად მოგვარებადიც იყოს - რეფერენდუმი!
აზროვნების ორივე სტილი მოკლედ და გასაგებად უნდა აღწერონ ორივე სტილის წარმომადგენლებმა, საკუთარიც და საწინააღმდეგოც, და უნდა იყოს დათქმა, რომ რომელი სტილიც გაიმარჯვებს, იმას უერთგულებენ გარკვეული ხნის განმავლობაში, ხოლო რომელიც ვერ გაიმარჯვებს, იმას უკადრისად გამოაცხადებენ.
თუ მოსახლეობას უნდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ბელადების ტრაკის ლოკვასა და ამ გალოკილი ტრაკით ბლატაობას დაუთმოს, დაე იყოს ნება მისი! ხელს არ შევუშლით მთიელები. ჯანდაბას, წავალ სადმე რეზერვაციაში და დაველოდებით, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებიან, რომ მონების აშენებული სახელმწიფო ნონსენსია, და მერე, შემდგომ რეფერენდუმზე უკვე თანასწორობისა და სხვა ღირსეული იდეებით შევეცდებით ცხოვრებას.
თორემ, სულ თოთო მაგალითი გვიძევს - ჯონ სნოუ გაიჩითა თუ არა, ერთმა ნაწილმა მაცხოვარა შეარქვა, ხოლო მეორემ ეგრევე ძღრენის სროლა დაუწყო... და არავინ არ მოუსმინა, საერთოდ რა უნდოდა... და მგონი თვითონაც ვერ გაიგო თუ რა უნდოდა...
* * *
გვიჭირს ერთმანეთის გაგება - აგერ წუხელ ერთი ქოცი ამბობდა, მთავარია ოჯახი გყავდეს კარგად და ქვეყნის დედაცო! ჯერ მეო, მეო!
და ამდროს ბევრი მინახავს, სხვებზე ზრუნვას რომ არის გადაყოლილი და სულელი რომ ჰგონიათ მეებს.
მთლიანობაში მიბდივართ ფორმაციის არჩევამდე:
1. წარმომადგენლობითი დემოკრატია, სადაც ყოველთვის არის ასპარეზი ბელადობაზე მეოცნებე თითლიბაზებისა და უპასუხისმგებლო და გაღლეტილი მოქალაქეებისა,
2. პირდაპირი დემოკრატია, სადაც ხახლი თავდ წყვეტს, როგორ იცხოვროს და პასუხისმგებლობას ვერავის შესტენის.