#58503092 · 20 Oct 2021, 02:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ციხე არის ის ადგილი, სადაც აწამებენ პატიმარს იმდენად, რამდენადაც დეგრადირებულია სახელმწიფო.
ნორმალურ სახელმწიფოში არ აწამებენ, არანორმალურში - კი.
ჩვენ ვართ ნორნალურ სახელმწიფოში? - არ ვართ!
ჰოდა, როცა ციხეში ჩაჯდებით, აუცილებლად გაწამებენ!
ახლა, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძარლი, დიდი სხვაობა არ არის - შეჭმული იქნები.
ხან ქურდი გაწამებს, ხან - ზედამხედველი. გააჩნია ვის მართავს ციხეს.
მიშას დროს ქურდებს მინძრეული ჰქონდათ და ამიტომ ზედამხედველები აწამებდნენ.
ახლა ისევ მოღონიერდნენ ქურდები და აწამებენ, თუმცა მთავრობა ამაყობს იმით, რომ თვითონ არ აწამებენ.
წამება ცხოვრების წესად გვაქვს და ყველა ცდილობს ვინმე აწამოს!
მაგალითად: ბედნიაკოვი, რეჩკინა და ჩიჩილაკა რომ ბრიფინგებს მართავენ, ეგ რა, არ არის ხალხის წამება?
რა თქმა უნდა, არის!
აქ რომ დეგა პოსტავდა, ხოლო იმაზე უფრო ადრე, ყვარყვარა, ხოლო ახლა ვებტურა, ანტროპოდა და სრულიად სატროლბოტეთი, განა ეგ წამება არ არის?
რა თქმა უნდა, არის!
და ხანდახან მეც ვაწამებ ხოლმე - ადრე ნაცებს ვაწამებდი, ახლა ქოცებს, გავა დრო და ვინც არ დამევასება, იმასაც ვაწამებ!
ბიტავუხაში ხან ქმარი აწამებს ცოლს და ხან ცოლი - ქმარს, ხოლო ორივეს ბავშვები, ან პირიქით...
მასწავლებლები მოსწავლეებს აწამებენ და პირიქითაც, მექრთამე ბიუროკრატები - მოქალაქეებს, ქართული ესტრადა - მსმენელს, ფეხბურთელები - ქომაგებს, ხელოსნები - დამკვეთებს, ბანკები - კლიენტებს, მეზობლები - ერთმანეთს...
თუ არ გინდათ წამება, მაშინ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო!
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|