გავეცნოთ, თუ პანდემიის მართვის რა სტრატეგიებია შემუშავებული მსოფლიოში, რა გზებს მიმართავენ?
როგორია თითოეული ამ საშუალების სანდოობა. განვიხილით დეტალურად, მოვიყვანოთ მტკიცებულებები.
ვცადოთ, მოვძებნოთ პირველადი წყაროები, გავხდეთ მეტად ინფორმირებულნი, რადგან საქმე ეხება ჩვენს სულიერ,
ინტელექტუალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ მეტი, ვფლობდეთ სწორ ცოდნას.
ხომ გვახსოვს, ჩვენს ბავშვობაში სავალდებულო აცრები?!... თითოეულ ინფექციაზე საკმარისი იყო ერთჯერადად ვაქცინაცია.
გარდა "ნემსისა და ფუფუას" პრობლემისა, არსებობს უამრავი ცოდნა/გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ.
- მაშ, რა არის ორმაგი დოზა, ბუსტერ დოზა?
- რა საჭიროა მრავალჯერადი ვაქცინაცია კორონავირუსზე?
როგორც მედიკები ამბობენ, შტამები ხომ ერთმანეთს ჰგავს...
- რამდენი დოზაა საჭირო და რა სიხშირით პანდემიის დასამარცხებლად?
საინტერესოა, რამდენ ხანს გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი?
- ვაქცინა ხომ არ ემსგავსება ნარკოტიკულ საშუალებას ჩვენი იმუნიტეტისთვის?
- რა არის ტვინდემია?
როგორია კორონავირუსზე მრავალჯერადი აცრის შემდეგ იმუნური სისტემის საპასუხო რეაქცია სხვა ინფექციების, დაავადებების მიმართ?
- როგორც ცნობილია, თითოეული ვაქცინის აპრობაციის ვადა 8-10 წელიწადია. არის კი საიმედო რამოდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინა?
- რა სახის ლიცენზიები გასცა ჯანმომ კოვიდინფექციის თითოეულ იმ ვაქცინაზე, რომელიც გამოიყენება მსოფლიოში და საქართველოში?
ვაქცინის ინსტრუქციაში გარკვევით გვამცნობენ: "ნებადართულია ექსპერიმენტული კვლევისთვის." (Approved, Investigational)
ვაქცინის შეფუთვაზე იკითხება ტექსტი: For use under Emergency Use Authorization...
Разрешение на использование в экстренных случаях.
- რა როლს ასრულებს ეპიდ-ვითარების დარეგულირებაში მწვანე პასპორტები, კოვიდ-ბარათები?
როგორც ჩანს, კვლავ აქტიურად ფიქრობენ და მსჯელობენ. ინტერესი არ ცხრება საზოგადოებაშიც...
***
ამირან გამყრელიძე - პროგნოზი არ არის საიმედო, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება
https://faxinter.news/?id=25611დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში არსებული
ეპიდსიტუაცია შეაფასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკორდინაციო საბჭო უკვე მუშაობს, რათა მომზადდეს შემდგომი პაკეტი რიგი გადაწყვეტილებებისთვის.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი აუცლებლად ამოქმედდება.
"საკორდინაციო საბჭოს დავალებები არის რომ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებები და პაკეტი იქნეს უფრო დახვეწილი და წარდგენილი,
რათა ვაქცინაციის ტემპი იქნეს გაზრდილი. თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაცია ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად,
დღესაც იქნა გაცემული დავალებები, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილების. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება და ამ
გადაწყვეტილებებს გადაწყვეტს საკორდინაციო საბჭო. დარწმუნებული იყავით, რომ მწვანე პასპორტები ამოქმედდება. არის მრავალი მიდგომა
მწვანე პასპორტთან მიმართებაში - რომელს აირჩევს საქართველო, უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე. "- ამბობს ამირან გამყრელიძე.
***
სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ სავალდებულოობა განიხილება - გამყრელიძე
https://bm.ge/ka/article/sxvadasxva-daweseb...yrelidze/93018/12.ოქტომბერი .2021 14:42
„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით,
„მწვანე პასპორტის“ ამოქმედების საკითხს შეეხებოდა.
NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებს მიესალმება.
„რაც შეეხება საჯარო თუ სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის სავალდებულოობას, ამაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ თუ „მწვანე პასპორტი“ არ გაქვს ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან PCR,
ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გქონდეთ, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი.
ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის გარეშე" ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით
გადაადგილება იზღუდება... ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება“, - განმარტა გამყრელიძემ.
***
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღოამოსაბეჭდი ვერსია
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=556&info_id=802452021-09-03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ
ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს.
მთავრობის მეთაური კოვიდ-ბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე,
მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდ-ბარათია გაცემული.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო.
ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე,
აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
კოვიდ-ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების
მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
ქუთაისის იუსტიციის სახლში პრემიერთან ერთად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
This post has been edited by Катеньки on 21 Oct 2021, 14:00
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.