ვკითხულობთ:
„მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერა ოლიგარქის პოლიტიკურ პატიმარს. ბართლომე პირველი მიხეილ სააკაშვილს თანაგრძნობას უცხადებს და ჯანმრთელობას უსურვებს“.
აქ „მხარდაჭერა“ და „ოლიგარქის პოლიტიკურ პატიმარი“ ტელევიზიის ტექსტია, მსოფლიო პატრიარქი კი თანაგრძნობას გამოხატავს.
იქვეა სხვა ბმულიც:
მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს თანაგრძნობა გამოუცხადა
https://mtavari.tv/news/61127-msoplio-patri...eil-saakashvilsრას ამბობს ბარნოვი:
"პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი, იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათაშორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ
წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე", - თქვა გოჩა ბარნოვმა.
ბუნებრივია, რომ თანაგრძნობა გამოეცხადებინა, მაგრამ თან დააზუსტა სიტყვებით – „წმინდა ადამიანური გადასახედიდან“ – ეს იმიტომ, პოლიტიკურ მხარდაჭერად არ ჩაითვალოსო.
მაგრამ გვარამია ხომ გენიოსია.
ვიმეორებ, რომ სინამდვილეში ეგ ოცნების ყველაზე დიდი განძია.
წლებია ეგრე მუშაობს მისი ტელევიზია და ამისგან ნაცმოძისთვის მიყენებულ ზიანს ვერვინ მოთვლის. ოღონდ ამას ვერც თვითონ ხვდება და ვერც ნაცები. ხოლო თუ ვინმე ხვდება ნაცებში, ვერაფერს შეცვლის.
kwintoრუსეთი უნდა დაინგრეს.