Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
99
100
[101]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
COVID 19
, ქართველი ხალხი ბრძენია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
emre
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
emre
რ ა ჭ ვ ე ლ ი
ჯგუფი: Members
წერილები: 7778
წევრი No.: 24161
რეგისტრ.: 8-October 06
#58646593
· 28 Nov 2021, 10:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შემდეგჰ თემას ვინც გახსნის ეს ლინკებიც დადოს...
COVID-19
--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ
ვაჰმე, როგორა ბნელაო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MTAVARI-ARKHI
Super Member
ჯგუფი: Registered
MTAVARI-ARKHI
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 693
წევრი No.: 252364
რეგისტრ.: 26-August 19
#58646656
· 28 Nov 2021, 11:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
„სიმართლე პანდემიაზე: ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია
„სიმართლე პანდემიაზე: ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია
1 თვის წინ
სიახლეები
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ შეულამაზებელ სიმართლეს გვაცნობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სიმართლე პანდემიაზე - ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!
ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ... კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- „ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!" . ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- "სტალინი რომ ყოფილიყო"-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!
მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..
რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: მედიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!
რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! „კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!" არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს,თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- „დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ", საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. „რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?"- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა?
ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა,“- აღნიშნავს დავით გადელია.
https://momsedu.ge/სიახლეებ...hjOXY_RmPeli5KQ
ეს პოსტი გადააკოპირეთ რა ახალი თემის პირველ გვერდზე.
ძალიან მოკლედ და გასაგებად უწერია ყველაფერი.
განსაკუთრებით ის, რომ კორონაშეყრილი ანტივაქსერები , რეანიმაციის პალატაში როცა იგუდებიან, არარად დაგიდევენ წამლების შემადგენლობას, რაც გინდა ის უშხაპუნე. მერე აღარ აინტერესებთ "ეს წამალი 4 წლის მერე რას უზამთ".
--------------------
ნამდვილად მთავარი!!!
[B]პმ-ებს არ ვნახულობ და არ ვპასუხობ.[/B]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TRAHMINATORI
Crazy Member
ჯგუფი: Members
TRAHMINATORI
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2927
წევრი No.: 173001
რეგისტრ.: 8-September 13
#58646672
· 28 Nov 2021, 11:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აპლიკაციაში მეორე დოზა არ ჩანს,ცხელ ხაზზეც არავინ პასუხობს
იხარე ერო მოკვდი მტერო
--------------------
კაცს პურის ფული არ ააქვს რომ პივა დალიოს
ჭირი იქა IQ აქა
შენ შიგ ხო არ არი?!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 38479
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
#58646678
· 28 Nov 2021, 11:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TRAHMINATORI
პირადში შენი პირადობა მამწერე აბა....გავარკვიოთ კე პასა
--------------------
სახლები დავუწვათ!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
99
100
[101]
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0979 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.