მერე ვინ თქვა, რომ ვმრავლდებით?

((
აბა გადახედეთ მონაცემებს ბოლო 70 წლის მანძილზე:
COVID 19 (post #58569010)ვმრავლდებით კი არა, ვმცირდებით კატასტროფულად და ეს მხოლოდ მიგრაციის მიზეზით არ ხდება.
2100 წლამდე, ვერც 2050 წლამდე არსებული მსოფლიო პოლიტიკით დედამიწის მოსახლეობა ვერ მიაღწევს, ვერც პლანეტა.

მაგრამ არის ერთგვარი "ვარაუდი" თუ "პროგნოზი", რომ 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 2.4 მილიონამდე.
გაეროს კვლევა მსოფლიო მოსახლეობის შესახებ 2015 (World Population Prospects The 2015 Revision)
https://population.un.org/wpp/Publications/...gs_WPP_2015.pdfTABLE S.2. TOTAL POPULATION BY COUNTRY, 1950, 2015, 2030, 2050 AND 2100 (MEDIUM VARIANT) გვერდი 18-19;

თუკი, 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 5.4 მილიონი, 2020 წელს (ანუ 30 წლის შემდეგ) არის: 3.9 მილიონი.
1990 წლიდან 2020 წლამდე 30 წლიან პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში 1.5 მილიონით შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ ყოველ 10 წელიწადში ვმცირდებოდით 500000-ით, ხოლო ყოველწლიური კლება იყო 50000 ადამიანი.
თუ შობადობა იყო 50000, სიკვდილიანობა იქნებოდა 100000. წლის ბოლოს კი დაჯდებოდა კლება - 50000-ით.
თუ ვარაუდობენ, რომ 2100 წელს უნდა იყოს მოსახლეობის რაოდენობა არაუმეტეს 2.4 მილიონისა, მაშინ გამოდის, რომ
2020 წლიდან 2100 წლამდე - 80 წლის პერიოდში კვლავ 1.5 მილიონით უნდა შევმცირდეთ. უცნაურია: 3.9-1.5=2.4 მილიონი.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 80 წლის მანძლზე, ყოველ 10 წელიწადში შევმცირდებით 187500-ით, ყოველ წელიწადს_ 18750-ით.
1.5 მილიონი : 80 = 18750. წლიური კლება დაახლოებით 20000 ადამიანია. მოსახლეობის ოდენობის შესახებ სხვადასხვაა მონაცემები.
ზოგიერთი დემოგრაფიული აღწერის შედეგებით საქართველოში არა 3.9 მილიონი, არამედ 3.7 მილიონი მოსახლეა დღესდღეობით.
სავარაუდოდ, თუ ყოველწლიურად შობადობა იქნება 30000, სიკვდილიანობა იქნება 50000. წლის ბოლოს კლება: 20000 ადამიანი.
მოდით დავიანგარიშოთ, თუ რამდენი პროცენტია 5.4 მილიონისა 50000 კაცი. სადაც 5.4 მილიონი = 100%. 50000 კაცი დაახლოებით = 0.925%-ს.
ახლა ვნახოთ რამდენი პროცენტს შეადგენს 3.9 მილიონ მოსახლეზე 20000 კაცი. ეს არის 0,512%. 3.7 მილიონ მოსახლეზე 20000 კაცი = 0,54%-ს.
რაც შეეხება შობადობას მსოფლიოში და საქართველოში...
როგორც ცნობილია, დედამიწაზე ყოველ ხუთ დღეში 1 მილიონი ადამიანი იბადება (დღეში 200000 კაცი).
365 დღეში, ანუ წელიწადში - 73 მილიონი ადამიანი იბადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოს მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 0,0493%-ია, დაახლოებით 0,05%.
ამ ფორმულით, ყოველ 5 დღეში საქართველოში უნდა დაიბადოს: 493 ადამიანი, ხოლო წლიურად უნდა
შემოგვემატოს 35989 ახალშობილი, დაახლოებით 36000 ცოცხლადშობილი. ჯერჯერობით ეს მონაცემები შენარჩუნებულია შობადობის სტატისტიკაში.
ამიტომ ვვარაუდობ, რომ არა მხოლოდ მიგრაციის, არამედ სიკვდილიანობის გაზრდის შედეგად შემცირდება მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში.
მოსახლეობის კლებას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები: ომიანობა, ბუნებრივი კლება- გაზრდილი სიკვდილიანობა/შობადობის შემცირება, მიგრაცია...
ძალიან უცნაური სიტუაციაა.. იგივე "პროგნოზებით" მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში 2100 წლისთვის დემოგრაფიულ მატებას "ვარაუდობენ".
მაშინ, ჩვენ რა დავაშავეთ? საქართველოში მოსახლეობის კლება რატომ არის გადაწყვეტილი "პროგნოზებით", იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი...
This post has been edited by Катеньки on 6 Nov 2021, 17:18
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.