შავლეგა
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4172
წევრი No.: 34758
რეგისტრ.: 12-May 07
|
#58537898 · 29 Oct 2021, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაზე მეტი ჩმორობის და ღირსების დაკნინების მაგალითი რა უნდა მისცე მომავალ თაობებს, თუნდაც ჩემს თაობას. ჩვეულებრივი ჟინიანი ბავშვივით სამარცხვინო ქცევა მსოფლიოს წინაშე.
ექსპრეზიდენტი ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში ტირის, ხმა მიეცით ჩემს ლაქიებს ყველამ თორემ ხმას თუ არ მისცემთ, თავს მოვიკლავო.
მომკლავენ კი არა - თავს მოვიკლავო...
ვერ ვხვდები, საერთოდ დაიკარგა ამ კატასტროფული დეგრადაციის დამგეგმავებსა და სამარცხვინო მესიჯების ადრესატებში ყოველგვარი განსჯის უნარი, სირცხვილის გრძნობა და მთლად დეგრადირდა ყოველგვარი პიროვნული ღირსების განცდა?
მე არ მახსოვს და ასე იქცეოდნენ თუნდაც ზვიად გამსახურდია და სხვა მართლა გმირები ან თუნდაც ანტიგმირები?
მე ვერ ვიხსენებ ვინმეს ოდესმე ხალხის, ამომრჩევლის წინააღმდეგ, ამომრჩევლის წინაშე მოთხოვნებით შიმშილობდეს, ვინმეს რამე ასეთი ახსენდება?
დავუშვათ ვიღაცას შეეცოდე და შეიცვალა არჩევანი და თავზე დაგისვა ისევ - ეს დემოკრატიაა საერთოდ? საერთოდ რომელი "კრატიაა" ვერ მივხვდი.
ის რაც დღეს ჟღერდება, არის საშინლად სამარცხვინო, დეკლარირებულად ლაჩრული ქცევა, რომელიც საღ აზრთანაც კი შორსაა არათუ ღირსებასთან და სხვა მაღალ ღირებულებებთან. * * * ამ ყველაფერს კი თან ერთვის ყოველდღიური საზიზღარი ტყუილები საკუთარივე ამომრჩევლის უმოწყალოდ დასაბოლებლად:
QUOTE | იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მთელი პატიმრობის მანძილზე არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დანიშნულებაზე და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე, ამომრჩევლის ნებით მანიპულაციის ნიმუშია.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა და უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, არის მტკნარი სიცრუე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, და შემდეგ – დანარჩენ საზოგადოებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული სააკაშვილი ასრულებს ექიმების ყველა რეკომენდაციას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ენერგია; სხვადასხვა განცხადება კი, რაც კეთდება, მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნებით მანიპულაციას.
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე... ჩვენ ვიხილეთ დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას, ის ხელს აწერს სააკაშვილის მკვლელობას. ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.
„მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი თქვა მკურნალობაზე - ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მსჯავრდებულ/ბრალდებულ სააკაშვილს „არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დახმარებაზე". |
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|