01.11.2021 / 15:45აა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი რჩევა იქნება, ყველა თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის და წესიერი ხალხის მიმართ, მიბაძონ ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი
ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.
ამასთან, როგორც გზავნილში წერია, სააკაშვილი იზიარებს მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ პარლამენტმა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია უკვე დაკარგა.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაიარი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა საპროტესტო მუხტი ჩაქრეს და შიგნითაც და გარეთაც ჩვენს ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.
01.11.2021 / 18:18აა
ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წითლიძემ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი განმარტებით, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ხედავს და დეპუტატის მანდატის გარეშეც შეუძლია ბრძოლის გაგრძელება.
,,მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია ისე ვიბრძოდი. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, - აცხადებს ანა წითლიძე.
01.11.2021 / 17:02აა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.
როგორც ნონა მამულაშვილი აცხადებს, როცა ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს, არ აპირებს ემსახუროს პარლამენტს, სადაც ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ.
მამულაშვილის თქმით, მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს.
„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია - ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი", - აცხადებს ნონა მამულაშვილი.
01.11.2021 / 17:49აა
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა.
ნოვი პიზდეც პოიავილსია ვნეზაპნო
ბიჟო ქოცებო გაუშვით უკრაინაში რაც შეიძლება მალე ეგ თქვენი მესაფლავე გეუბნებით მე თქვენ