Salome Somkhishvili"ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ მინდა ეს ამბავი თავიდან ბოლომდე კარგად გადმოგცეთ...
არჩევნების დღეს ქუთაისში სხვადასხვა უბანზე შევდიოდი, ერთ-ერთი 90-ე უბანი იყო. მეც და Gio 5 წუთის მერე მივხვდით, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ამ უბანზე 16 კომისიის წევრი იყო, ერთ-ერთი ოპოზიციის დამკვირვებელი გაუნძრევლად ედგა თავზე რეგისტრატორს. ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. ეს ის უბანია, სადაც ქალბატონმა თავისი ემიგრანტი შვილის ხელმოწერა აღმოაჩინა, დამკვირვებელს, რომელიც ვიდეოს იღებდა ტელეფონი დაუმტვრიეს, მაგრამ ვიდეოს გადმოგზავნა მაინც მოახერხა. ეს და სხვა ძალიან ბევრი დარღვევა იყო 90-ე უბანზე.
ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო იზა, რომელიც რეგისტრატურის მაგიდასთან იჯდა. გვაჩვენა სიები, სადაც მონიშნული იყო სავარაუდო ოპოზიციის ამომრჩეველი, ვისთვისაც ბიულეტინზე ბეჭედი არ უნდა დაერტყა და ხელი არ უნდა მოეწერა, ასევე მონიშნული იყო ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც სხვა პირადობით უნდა მისულიყო და იზას არ უნდა შეემჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ იზა ვერ ან არ ასრულებდა დავალებებს, უბანზე მყოფი სხვა ოცნების წარმომადგენლები ურეკავდნენ და შენიშვნას აძლევდნენ, რადგან შეამჩნიეს, რომ 2 ადამიანი არ შეუშვა უბანზე და არ მისცა გაყალბების საშუალება. ამ უბედურების ფონზე მაინც მოვიგეთ ეს უბანი 76 ხმით, ბათილია 20 ბიულეტინი. რა თქმა უნდა ამ წაგებამ იზაზე გადაიარა. თითქმის ყველაფერი მას დაბრალდა. შეშინებულმა მოძებნა ენმ-ს წარმომადგენელი და სთხოვა დახმარება, რადგან ოცნებამ პასუხი მოსთხოვა დავალებების არ შესრულებაზე. მოსმენის შედეგად სუსმა გაიგო, რომ ამ ყველაფრის ღიად მოყოლას აპირებდა და დათქმულ შეხვედრის ადგილას ოცნების კოორდინატორები მიცვივდნენ, პოლიცია გამოიძახეს, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებდა, რომ იზას და იყო და თურმე ენმ-ს წარმომადგენელმა ის გაიტაცა. პარალელურად სახლში დატოვებულ სამ არასრულწლოვან ბავშვს მიუვარდნენ და დაიწყეს მუქარა, იმის იმედით, რომ ეს გოგო გაჩუმდებოდა. ბრიფინგზე თუ ვინმეს გაგიკვირდათ ასე დაბნეულად რატომ საუბრობდა, იცოდეთ რომ ძალიან რთული იყო ამ ფონზე საერთოდ ინტერვიუს მიცემა და ამხელა წნეხის ქვეშ მყოფმა, როდესაც შვილებით გემუქრებიან, როგორ შეძლო საუბარი საერთოდ მიკვირს. ბავშვები ოფისში მოვიყვანეთ, ისეთი შეშინებულები იყვნენ ძლივს დავამშვიდეთ. საღამოს 9 საათზე დაიგეგმა ეუთო ოდირთან შეხვედრა და ფორმულაზე ჩართვა. სახლთან მისულებს გაგვაგებინეს, რომ იზას მეუღლეს დაემუქრნენ, ამ გოგომ ტელეფონიც გამორთო და აღარც სოციალურ ქსელშია. მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს რასთან გვაქვს საქმე, რამდენად ბოროტი და უსამართლოა ოცნება, რამდენად სძულს თავისი მოქალაქეები და ეს ქვეყანა.წარმოუდგენელია ასეთ გარემოში ცხოვრება ხალხო, სახლში რა გაჩერებთ?
პ.ს. სუსის ამგვარი ქცევა და უკანონობა მარტომ გააპროტესტა შუაღამეს Imeda-მ, რომელიც ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან, ისე რომ სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და დააკავეს