ზოგი შეიძლება მართლა ფიქრობს რომ მიშა პოლიტ პატიმარი არაა.
ამერიკის შტატების 260 წლიან ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ გაუსართლებიათ. აგერ ამაზე მოკლე, მაგრამ ბევრისმთქმელი აბზაცი ჟურნალი ატლანტიკიდან:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
In the 240 years since America’s founding, no former president has been indicted for criminal conduct. This isn’t because they were angels—far from it. And it isn’t because post-term indictment is not legally allowed. Instead, it is because Americans don’t like the idea of criminalizing politics. Both parties and the public see the prospect of post-term immunity as a guarantee that the country’s politics will remain civil and that power will transition peacefully from one party to the other. That is what drove President Gerald Ford to pardon Richard Nixon. And it’s one reason why the Office of the Independent Counsel decided not to indict former President Bill Clinton.
ეს სიტყვასიტყვით თარგმანი:
240 წლიან ისტორიაში ამერიკელებს არც ერთი პრეზიდენტი არ გაუსამართლებიათ. არა იმიტომ, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ - პირიქით. არც იმიტომ, რომ გასამართლება ლეგალურად არ შეიძლებოდა.
არამედ იმიტომ რომ ამერიკელებს არ მოსწონთ პოლიტიკის კრიმინიზირების იდეა. ორივე პარტია და საზოგადოება ხედავს პოსტ-საპრეზიდენტო იმუნიტეტს როგორც
გარანტს, რომ ქვეყნის პოლიტიკა იქნება ცივილური და
ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანად ერთი პარტიიდან მეორეზე.
პრეზიდენტობა ნიშნავს დიდ პასუხიგებლობას, ნიშნავს შეცდომებსაც, რომელსაც ზოგისთვის, გააზრებით თუ გაუაზრებლად ტრაგიკული შედეგი მოყვება. პრეზიდენტის შეცდომა ხშირად თოვლის გუნდაა, რომელიც მწვერვალიდან გორდება.
მიშას რომ ედიკა გაესამართლებინა თავის დროზე, იმდენ მიზეზს მოუძებნიდა, ბაბუ, ბენჟამინ ბატონივით რომ ახალგაზრდავდებოდეს დაბერების ნაცვლად, აკვანშიც გისოსებს მიღმა იწვებოდა.
მაგრამ ის რაც გააკეთა მიშამ იყო პირველი ნაბიჯი ცივილური საზოგადოების შექმნის, სადაც პრეზიდენტებს არ კლავენ და არ ალპობენ ციხეში. სადაც პრეზიდენტი თავისი ნებით თმობს ძალაუფლებას, და განწირული კაცივით არ ეჭიდება სკამს. ძალაუფლების სურვილს დაამარცხებ არჩევნებით, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტის წინააღმდეგ სისხლის მეტი არაფერი ჭრის.
თუ ფიქრობთ რომ მიშა პოლიტ პატიმარი არაა - კრიმინალია და იმსახურებს ბლომად წლებს გისოსებს უკან ვიღაც გელაშვილის ვითომ ცემის დაკვეთის გამო და დოქტორ დოტზე თუ ძვირიან სასტუმროზე გაფლანგული ფულის გამო ბიუჯეტიდან..
(თან იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მიშამდე არნახული და არგაგონილი მასშტაბების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებდა ქვეყანაში).
…მაშინ ნუ გიკვირთ რევოლუციის მოწოდებების, ხალხის სიბრაზის და მძაფრი ემოციების.
იმასაც ნუ მოელით რომ დღევანდელი თქვენი მთავრობა თავისი ნებით შეიცვლება, ვაიდა მომსვლელებმა იგივე გაგვიკეთონ, რაც ჩვენ წამსვლელებს ვუყავითო.. მათი ყველაზე დიდი კოშმარი ხელისუფლების დაკარგვა გახდება.
თქვენ, ზუსტად თქვენ თქვენი ჩამპალი მენტალიტეტით გვაბრუნებით იმ რეალობაში, სადაც პოლიტიკა ქუჩის აქციებით, ბარიკადებით და ქაოსის თესვით კეთდება. გვიბრუნებთ ქვის ხანის სისხლის აღების ტრადიციას პოლიტიკაში.
ნუთუ არ გეყოთ????
ნუთუ ისე გკიდიათ ფეხებზე სამშობლო და ისე გძულთ მიშა, რომ არ გინდათ ცივილური საზოგადოება??
This post has been edited by kaiser Soze on 6 Nov 2021, 04:04