Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2045
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
|
#58576720 · 8 Nov 2021, 10:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jotinesi
QUOTE | უცხოელზე მიწის მიყიდვა აიკრძალოს უძრავი ქონების კი გარკვეული პირობებით. |
უძრავი ქონება (ნივთი) მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, შენობა-ნაგებობებით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ყველა დანარჩენი, რომელიც არ არის უძრავი არის მოძრავი. *** უძრავი ქონების გაყიდვა, მათ შორის: ნაკვეთების, მიწების, წიაღისეულის, სახლების, ბინების, აგარაკების, კომერციული ფართების, სასტუმროების, რესურსების და ა.შ... გასხვისება უცხოელებზე საერთოდ უნდა აიკრძალოს.
უფრო მეტიც, მოქალაქეობის გაცემა წარსულშივე უნდა შეწყვეტილიყო მასობრივად და მარტივად უცხოელებზე საქართველოში. ეს უნდა მოსწრებულიყო ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ. დღეს დაგვიანებულია, მით უფრო მიმდინარე პოლიტიკის პირობებში. სწორედ ასე სჭირდებოდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ვის გაუფორმეს მიწები, აღრიცხულია?!... ამერიკაში რომ წაბრძანდეთ საცხოვრებლად მოქალაქეობას რამდენ წელიწადში მოგცემენ? თან არ დაგავავიწყდეს, რომ ამერიკა ერთ-ერთი ზესახელმწიფოა, რომელსაც მაღალი თავდაცვისუნარიანობაც გააჩნია საჭიროების შემთხვევაში.
თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქე 15-20 წლის მანძილზე ცხოვრობს საქართველოში, არ აყენებს ზიანს თავისი საქმიანობით/ინტერესებით ქვეყანას, გარემოს, ადამიანებს, პატივს სცემს საქართველოს ეროვნულ თვითმყოფადობას, არ უქმნის საფრთხეს ჩვენს რელიგიას - მართლმადიდებლობას, ფლობს ქართულს (ჩვენს სახელმწიფო ენას), არის კანონმორჩილი და ა.შ.. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოიპოვოს მან საქართველოს მოქალაქეობა. ან გამონაკლის შემთხვევებში (რასაც კანონი ითვალისწინებს), როცა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს სასარგებლოდ თავისი საქმიანობით, მოღვაწეობით, ინტერესებით, მას შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
რაც შეეხება, უძრავი ნივთების გასხვისებას უცხოელებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მხოლოდ დროებით ქირავნობისა, იჯარის ხელშეკრულების პირობებით სარგებლობისა - საქართველოში არსებულ ყველა უძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწაზე. ამასთან, ხელშეკრულებაში გარკვევით უნდა იქნეს აღნიშნული დამქირავებლის ყველა ვალდებულება, რომელიც არ მისცემს მას საშუალებას, რათა იჯარით სარგებლობის პერიოდში დააზიანოს როგორც მის მიერ იჯარით აღებული უძრავი ქონება, ასევე მის შემოგარენში არსებული გარემო თუ უძრავ-მოძრავი ქონება.
*** იჯარა (ლათ. arrendare — „გაქირავება“) — სამოქალაქო სამართალში, ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (გამქირავებელი) ვალდებულებას კისრულობს საზღაურის მიღების პირობით გადასცეს მეორე მხარეს (დამქირავებელს) რაიმე ქონება დროებით სარგებლობისათვის. იგივეა რაც ქონებრივი ქირაობა.
This post has been edited by Катеньки on 8 Nov 2021, 10:47
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|