რას ნიშნავს, სადღაც გააქრეს? აბსოლუტურად ვიზიარებ მესამე პრეზიდენტის დედისა და ოჯახის წევრების მღელვარებას.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის.
***
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება- ნიკა ობოლაძე
https://rustavi2.ge/ka/news/21415607-11-2021 15:10
ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება,
პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.
"ამ კადრების გავრცელება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც არაეთიკური, ამორალური, როგორც დანაშაული, როგორც ტყუილი, მაგრამ მთავარი სახელი
რაც ამ ყველაფერს ჰქვია არის ის, რომ ამით ხელისუფლებამ გამოაცხადა სააკაშვილის მკვლელობა. დიდი რისკია იმის, რომ მისი სიცოცხლე მოისპოს. ამ
ყველაფერს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, პასუხისმგებლობა ამ მკვლელობის აქტზე მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება და პასუხისმგებლობა
იმაზე, რას მოიტანს, სამწუხაროდ, ღმერთმა არ ქნას ეს შედეგი დადგეს, მისი მკვლელობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას,"- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
***
"ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება!" - ნიკა გვარამიას მიმართვა
https://report.ge/politics/kalbatono-ekateriramias-mimartva/8 ნოემბერი, 2021 18:46
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი და "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს.
"მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს.
ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგილმდებარეობის თაობაზე! თუ თქვენთვისაც
უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით! დაუყოვნებლივ ნიშნავს, დაუყოვნებლივ!", - აცხადებს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი გამოჩნდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ არის და ის "სადღაც გააქრეს".ამასთან, გაუარესებული ანალიზების გამო, დღეს კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.
This post has been edited by Катеньки on 8 Nov 2021, 19:10
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.