#58593514 · 11 Nov 2021, 22:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar პატივცემულო, ქართველი, რომელსაც ურთიერთგამომრიცხავი თვისებები არ გააჩნია, ჭეშმარიტი ქართველი ვერ იქნება. უამრავი მაგალითია. ორდიპლომიანი მეცნიერებათა კანდიდატი - ტაქსის შოფერი. ქურდი - დრამატურგი. კომუნისტი - დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი. მხატვარი - თავდაცვის მინისტრი. მილიარდერი - ორღობის გლეხი.
სხვა, ამაზე უფრო საინტერესო და ამოუხსნელ ფენომენს მოგახსენებ. ქართველს რაც უფრო უსამართლოდ (!) დ#%ავ, მით უფრო პატივს გცემს, უყვარხარ და ზოგჯერ - გაღმერთებს კიდეც. აი სამართლიანად რომ მო@%ა, მაშინ ბოღმა ექნება, ზიზღი და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში - შურს იძიებს.
კოგნიტიურია, შიზოიდური თუ სხვა, ეგ არ ვიცი, მაგრამ აშკარა პათოლოგია რომ არის, მგონი დილეტანტისთვისაც თვალში საცემია.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|