ისევ ალაპარაკდა ის "მკაცრ შეზღუდვებზე" და მობილობის შემცირებაზე. იმედია ეს მინიშნება არ არის ტრანსპორტის შეზღუდვაზე კიდევ, მომავალში.
მგონი ყველამ (ან, ასე თუ ისე, უმრავლესობამ, რომელიც არ ფიქრობს, რომ კოვიდი უბრალო გაციებაა) გაიგო ან უნდა გაეაზრა, რომ კოვიდი შეიძლება სახიფათო იყოს. ახლა, ჩემი აზრით, თუ ვინმე პირბადეს არ ატარებს, ან სხვა რეგულაციებს არ იცავს, თავისი პრობლემაა, ესე იგი თავის ჯანმრთელობის იმედი აქვს ან რისკავს.
ვისაც უნდა, აიცრება, ვისაც უნდა - დაიცავს რეგულაციებს. ვისაც უზომოდ ეშინია, შეუძლია სახლში ჩაიკეტოს და ასე შემდეგ

იმედია, ტრანსპორტს აღარ ჩაკეტავენ - ადრე დაწერეს, ვისაც ეშინია, ნუ ავა ტრანსპორტშიო და მართალია
ვეღარ ვხედავ მკაცრი შეზღუდვების მიზეზს, თუ ხალხი არც პირბადის კეთებას აპირებს და არც აცრას.
ადრე არ ვიყავი ასეთი რადიკალური, მაგრამ დროა ეს დაუსრულებელი უაზრო შეზღუდვები დასრულდეს, განსაკუთრებით ტრანსპორტის შეზღუდვა, რომელსაც მხოლოდ დროებითი და ისიც მცირე შედეგი მოყვება ხოლმე.
ნუ, ტრანსპორტის შეზღუდვა არსად უხსენებიათ, უბრალოდ რატომღაც მომინდა ეს პოსტი დამეწერა

რაღაც ცუდად მენიშნა ის განცხადება.