დედის პოზიცია გასაგებია. ბუნებრივია, ის ცდილობს, რათა მისი შვილის
სული, გონება და სხეული თანადროულად დაიცვას და გადაარჩინოს.
***
"დამეხმარეთ, თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს" - გიული ალასანიას საგანგებო მიმართვა
https://report.ge/politics/damekhmaretangebo-mimartva/10 ნოემბერი, 2021 20:20
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
გიული ალასანია შვილის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს.
"უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ
ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის
მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად,
ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად
არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი.
ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო.
გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ", - ამბობს გიული ალასანია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ომბუდსმენის წარმომადგენელის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს
ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების
თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.
უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური
და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.
სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.
დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო
არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.