“თვით კგბ-ს ნომენკლატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოძუძგა საქართველოდან. არადა ისეთი რიხით ჩამოვიდა, მგონი ზოგი ფიქრობდა ალასანიას გამოჩენა საქართველოში და ადგილობრივი ხელისუფლების გაქცევა, ერთი იქნებაო,”- ასე ეხმაურება ვიცე პოლკოვნიკი ედუარ ჯიშკარიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ საქართველო დატოვა.
ედუარდ ჯიშკარიანი ბოლო სამ თვეში საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საელმწიფოდ შედგა, რის გამოც მას სიამაყის გრძნობა ეუფლება.
“მას შემდეგ, რაც გუშინ თემურ ალასანიამ საქართველოდან მოძუძგა, რაღაცნაირი განცდა დამეუფლა.რამდენიმე თვის წინ სააკაშვილის ერთერთი ჯალათი მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირება მოახერხეს და დღეს სასჯელს იხდის.მერე თვით იმ ავად სახსენებელი 9 წლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ჩამოტყუება მოახერხეს, მართალია განუბაჟებლად, მაგრამ მაინც, და დღეს ისიც სასჯელს იხდის.
ორი დღის წინ გაკოჭილი სამხედრო მოსამსახურეების წამებაში ბრალდებული, თვითმსროლელი და გენერლის ტიტულის მიმთვისებელი გიორგი კალანდაძე დააკავეს გერმანიაში და ეხლა საქართველოში ექსტრადირებას ელოდება.
გუშინ თვით კგბ-ს ნომენკლატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოძუძგა საქართველოდან. არადა ისეთი რიხით ჩამოვიდა, მგონი ზოგი ფიქრობდა ალასანიას გამოჩენა საქართველოში და ადგილობრივი ხელისუფლების გაქცევა, ერთი იქნებაო.თუმცა ისე გაიპარა თვითმარქვია გენერალი, მისი ოჯახის წევრებმა და მისმა ადვოკატებმაც, არაფერი იცოდნენ.და ეს ყველაფერი, ბოლო სამი თვის განმავლობაში!
ხოდა სწორედ ამით დავიწყე, რომ რაღაცნაირი განცდა დამეუფლა, სიამაყის განცდა ვიგრძენი ჩემში, რომელიც თითქმის დაკარგული მქონდა.ვიგრძენი, რომ ქართულ სახელმწიფოს როგორც იქნა შედგა. გაიზარდა ჩემი სამშობლო, დაკაცდა, მოღონიერდა, გაეზარდა ხელები და კლანჭები, თან იმ დონეზე, რომ მას მტრები უკვე მის შიგნით კიარა, არამედ მის გარეთაც ვერ ემალებიან.
ყოჩაღ! თუ ასე გაგრძელდება მრავალი თაობა დაიბადება, გაიზრდება და იცხოვრებს ქვეყანაში, რომლითაც იამაყებს.წარმატებები!
P.S. აქვე განვმარტავ:- იმ კაცის დედა ვატირე, ვისაც კაცის დაჭერა გაეხარდება?!მაგრამ აქ კაცის დაჭერაზეა საუბარი და არა ვირთხის!მათ ვირთხობას კი ის ამტკიცებს, რომ მათ დაჭრას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ტაშით ხვდება”. – წერს ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი.