კაკაბაძეზე ქოციაო თქვა ტეხავს, მაგრამ ნაცებიც არ ევასება და ეგ ამბავია..
ქოცი იმიტომ ვერ არის, რომ როგორც ყოფილ ზვიადის მომხრეს, ეროვნული მოძრაობის წევრს და ა.შ და ა.შ - ჩემი აზრით უჭირს რუსეთუმეობა და როცა რუსეთუმეობა გიჭირს
ეი სააკაშვილზე და ნაცებზე მეტად რუსეთი და რუსები გეზიზღება, როგორც წესი ეგეთი ტიპები ქოცობას ვეღარ ქაჩავენ და სადღაც შუაში არიან გაჭედილები, რაც მერე ამოხეთქავს ხოლმე
და ხან ნებიერიძეს შეიძლება აგინო და ხან კიდევ ვინმე ჩეტოს..

თუმცა ეს სატელევიზიო რაღაცეები მაინც პერფორმანსი მგონია, აი ის ცნობილი ლექცია რომ აქვს "ადამიანის გამოსირებულობაზე" - მანდ ყვება ერთ-ერთ ფრანგ ფუტურისტ არტისტზე - ვინმე ანტონინ არტოზე და მის "სიგიჟეებზე.."
იმიტომ რომ ლექციები რაც აქვს და საკმაოდ ხშირად იდება, მანდ მართლა საინტერესო რაღაცეებს ჰყვება და კარგი მოსასმენიცაა..
საერთოდ მიშამ რომ ესეთი ტიპები ჩამოიშორა და ძალოვნების იქეთ ვერ გაიხედა - მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ომის შემდეგ ღრუტუნა ტურისტების შემოშვებასთან ერთად..
მაგ ძალოვნებმა ათრიეს ზუსტად გლდანის ციხეში და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება რომ არ ჰყავს - აქციების ორგანიზებაც ჭირს და მუხტის მომატებაც.. ამომრჩევლები და მასა ერთია, მაგრამ
ასევე მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეები და ეგეთი გამწევი ტიპები, რომ ეს ყველაფერი მოქუჩდეს და დიდ პროტესტში / მოძრაობაში გადაიზარდოს.. ხოდა ნაცებმა არაფერი გააკეთეს ძლიერი
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.. ახლაც თუ აკვირდებით ისევ ისეთი ტიპები არიან ავანგარდში, რომლებიც 2012-ში ქოცებს უჭერდნენ მხარს და პრინციპში ქართუს
თანამშრომლებს თუ გამოვაკლებთ, მთელი ქოცების კოალიცია თავისი მაესტროს ჟურნალისტებიანად ოპოზიციაშია და ნაცებთან სატელიტობს..
ვინც ასე თუ ისე ჩუმადაა ეგეთი კაი ტიპებიდან, უფრო იმიტომ რომ იმდენი მოხვდათ იმ 9 წელში ან მათ მეგობარ-ახლობლებს - უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაუტოვეს და ეგაა ამ ჩიხის მთავარი მიზეზიც..
ნუ პრინციპში ქოცებს ისეთი ტემპი აქვთ აღებული, რომ საბოლოოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქართუს თანამშრომლების და ღრუსეთუმეების გარდა ყველა აქეთ გადმოვა, ისევ ეგენი ქმნიან
შესაძლებლობებს ნაცებისა და გაბუტული საზოგადოების შესარიგებლად - რაც რა თქმა უნდა ჩვენს კოლექტიურ ცნობიერში ჩალექილი რუსეთის სიძულვილის და ევროპასთან დაახლოების
აკვიატებული წყურვილის შედეგიცაა, მაგრამ ტრიგერი ქოცების სიყლევეების დაუსრულებელი კასკადია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე...
ცხადია ტროლებს და ###ებს არ ვგულისხმობ ან ობივატელებს, რომლებიც იდეურად არ / ვერ ქოცობენ და მათი გადასვლა-გადმოსვლაც დიდად არავის აინტერესებს...

პს აგერ სულ ახალი ვიდეო, ქალბატონ ნაირას კავკასიურ სახლში..
This post has been edited by DATOIA on 18 Nov 2021, 01:06
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი