David_Gale
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13057
წევრი No.: 232670
რეგისტრ.: 6-June 17
|
#58618888 · 19 Nov 2021, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Irakli Melashvili
არ ვიცი დღეს გავრცელებული კადრები ვისთვის აღმოჩნდა სიახლე, ალბათ უფრო იმ ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, ვინც იმ ხელისუფლების დროს პატარები იყვნენ, ბუნებრივია არ ახსოვთ რაც მაშინ ხდებოდა, ამის გამო ცოტა გაოცებული შეიძლება იყვნენ, თუ რატომ იყო და არის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სააკაშვილის ხელისუფლება და მისი დაბრუნება ძალაუფლებაში ასე მიუღებელი. ისე, სულ მაინტერესებდა და მაინტერესებს, ის ავადმყოფები ვინ იყვნენ, ვინც მერე ამ კადრებს რომ უყურებდნენ და ტკბებოდნენ ამ „შემოქმედებით“. მაინტერესებს ნეტა რა რეპლიკებს ისროდნენ "პრასმოტრების" დროს: - „აუ რა მაგრად შეაგინა“, „რა მაგრა მოსცხო“, ან "ე ბიჭო ეს "აქტი" ამ ახვრისთვის უფრო დამაჯერებლად უნდა გეჩვენებინათ“ და ა.შ. ჩემი აზრით ასეთი ფსიქიკის ადამიანები სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის ნებისმიერ ქურდზე და ავაზაკზე უფრო საშიშები არიან. უკვე მრავალი წელია ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს რამე ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უბედურება "დადგმულ სპექტაკლებად“, „დიდი რეფორმების პროცესში დაშვებულ გადაცდომებათ“ მიაჩნიათ ან თვლიან რომ „იმან არ იცოდა“, ან საერთოდ „არ სჯერათ“. ასეთი ადამიანების გადარწმუნება, ჩემთვის უბრალოდ დროის უსარგებლო კარგვაა, უკვე ვიცი, რომ აზრს მე ვერ შევაცვლევინებ. ამიტომ მათთვის ახლა სათქმელი არაფერი მაქვს. მაგრამ მმართველ; პარტიასთან კი ბევრი კითხვა მაქვს (ოღონდ, ამ კადრებს არ გაუჩენია ეს კითხვები, დიდი ხანია არსებობს) პატივცემული „ოცნებავ“ ველოდები, ამ კადრების მერე როდის გამოაქვეყნებთ: 1. იმ პარლამენტარების, მინისტრების, მერების და სხვა მაღალი თანამდეობის პირების სიას, რომლებიც 2003-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმის, მაქებარ - მადიდებელი, უსიტყვო მხარდამჭერები და ტაშისმკვრელები, აგრეთვე იმ რეჟიმის დამფინანსებელი იყვნენ; 2. იმათ გვარ-სახელებს, ვინც რეკომენდაცია გაუწია ამ ადამიანების უმაღლეს თანამდეობებზე არჩევას თუ დანიშვნას. 3. იმ ძალოვნების და პროკურორების სიას, რომლებიც დღესაც სისტემაში მაღალი თანამდეობის პირები არიან , სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასევე ეკავათ მაღალი პოზიციები ძალოვან უწყებებში, რომლებმაც, მინიმუმ, იცოდენენ არსებული დანაშაულებების შესახებ, საქმეების შეკერვით, წამლის ჩადებით თუ სხვა უკანონო მეთოდებით, სისტემატურად და გულმოდგინეთ ამარაგებდნენ მაშინ არსებულ სისტემას მორიგი მსხვერპლით. 4. იმ პირების ვინაობას, ვინც უზრუნველყო სამართალდამცავ სისტემაში ამ მინიმუმ, დანაშაულში თანამონაწილე პირების დატოვება; 5. იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც პროკურატურის შუამდგომლობის 100%-ს აკამყოფილებდნენ, შტამპავდნენ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში გაშვების გადაწყვეტილებებს , ამით სრულიად შეგნებულად და ინფორმირებულად წირავდნენ მათ წამებისთვის. შემდეგ მათგან ასეთი გზებით მიღებული „აღიარებითი ჩვენების“ საფუძველზე ან მრავალი წლით ციხეში ამწესებდნენ ადამიანებს, ან ამავე მეთოდებით მიღებული დასმენების საფუძველზე ახალ მსხვერპს უშვებდნენ ჯერ წინასწარ პატიმრობაში, შემდეგ პატიმრობაში და ასე ქმენიდნენ წამებაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების ლეგალურ საფუძველს. ველოდები ამას როდის იზამთ! თუმცა, ძალიან კარგად მესმის, რომ ამის გამკეთებლები არ ხართ. ისიც არაა ძნელი მისახვედრი, რატომ გამოაგდეთ ეს კადრები ახლა, რატომ გაგახსენდათ ეს ყველაფერი დღეს. საბჭოთა პეროიოდში იყო ასეთი გამოთქმა „Наш ответ Чемберлену“, ზუსტად ისე იქცევით. ამ კადრებით საზოგადოება გინდა დაარწმუნოთ, რომ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა გამართლებულია და ვინც მისთვის დღეს მკურნალობის ნორმალურ პირობების შექმნა ითხოვს, ყველა მეგის ქარდავების მხარდამჭერია. თქვენ გსურთ ითამაშოთ საზოგადოების განწყობაზე, რომ საააკშვილისთვის ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნა ნიშნავს იმ ყველაფრის პატიებას, რაც მაშინ ხდებოდა. ამით გინდათ შეაჩეროთ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობის გრძობის გავრცელება იმ ხალხშიც კი, რომლისთვისაც სააკაშვილის რეჟიმი ყოველთვის მიუღებელი იყო და მიუღებელი დარჩება. თქვენ ცდებით პატივცემული ხელისუფლებავ! წინა დროის უკანონობა, სისასტიკე და ბოროტება, ვერ იქნება სახელწმიფოს მხრიდან ახლა არასწორი, არაჰუმანური ქცევის გამამართლებელი, მითუმეტეს იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელც ზემოჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს ვერ იძლევა. რახან ამ კითხვებზე იძულებული ხართ გაჩუმდეთ, მაშინ თქვენი მხრიდან ამ ჩანაწერების დღეს ჩვენება, ისევე როგორც, ხელისუფლებაში ყოფნის მე10 წელს ციხის უფროს, "ქილერა" მუხაძეზე, საქმის აღძვრა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნის მისაღწევი პოლიტიკური პიარ ტექნოლოგია და არა რეალური მცდელობა, მართლა აგებინოთ პასუხი ამ სისასტიკის გამკეთებელს და შემოქმედებს. ამისთვის ლამის უკვე 10 წელი გქონდათ! დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას კარგად დაინახავს.
--------------------
მე ასე მაწყობს
ამოიოხრა შუაშისტმა და გამგებელი შემოხაზა @Seth
|