#58620878 · 19 Nov 2021, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არაფერი დიდი გარჩევა არ უნდა ნაცი-ქოცის შეძახილის თემას.
ვინც იძახის ქოცი ხარ და ნაცი ხარო, ესე იგი, სხვა სათქმელი აღარ აქვს და ბოლოს გულს იფხანს ამით.
ზოგი საერთოდ თავიდანვე ამით იწყებს, ეგრევე ააშკარავებს თავისი ინტელექტის შესაძლებლობებს.
ზოგი უბრალოდ იმიტომ გეძახის, ჰგონია ავტორიტეტულია აქ და სხვებს აძლევს წინასწარ მინიშნებას შენს პოსტზე და მიმართულებას აზროვნებისას.
ვითომ გამხელს რა სხვების დასანახად, რომ შენი პოსტი ხიხიაა და არ წაიკითხონ და შემთხვევით არ დაფიქრდნენ და არ დაგიჯერონ, ესენი ყველაზე საცოდავები არიან, თავი კიტრად მოაქვთო, როგორც იტყვიან, თუ როგორცაა.
This post has been edited by შავლეგა on 19 Nov 2021, 18:27
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|