merooo
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5160
წევრი No.: 116642
რეგისტრ.: 4-June 10
|
#58662709 · 3 Dec 2021, 02:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე დღეა, რაც სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას მუდმივად მოიხსენიებენ მთავარსარდლად. მანამდე უწოდებდნენ პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტს. პრეზიდენტს ახლაც უწოდებენ, მაგრამ რაღამც სამხედრო ობიექტზე იმყოფება, ახალი სენტიმენტების გაჩენა სურთ. 7 აგვისტოს ფოტო გამოაქვეყნება, სტატუსების გამოქვეყნება, რომ მე ავაშენეო, ამ მიზანს ემსახურება. ჰოსპიტლის შიდა დაცვას სამხედროები ახორციელებენ და ეს გზავნილები მათი მისამართითაა, რომ ჰოსპიტალში, განსაკუყრებულ პალატაში არა პატიმარი, არამედ მთავარსარდალი წევს. ახლა ეს ტერმინები განვმარტოთ. ჯერ ერთი უმაღლესი მთავარსარდალი და არა მთავარსარდალი. ამათ შორის დიდი სხვაობაა. მეორე. უმაღლესი მთავარსარდალი არაა სტატუსი, ესაა ისეთივე თანამდებობა, როგორც ასეულის, ბრიგადის მეთაური, ან რომელიმე სახეობის სარდალი, ან თავდაცვის ძალების მეთაური. ამ თანამდებობაზე სანამ იმყოფები, შენ გაქვს ძალაუფლება, უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და მოვალეობები, მართო დაქვემდებარებული ძალები. როგორც კი თანამდებობას ტოვებ, გეხსნება ყველა პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება. ანუ, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პირი აღარც უმაღლესი მთავარსარდალია, აღარც სახელმწოფოს მეთაური. რატომ არ ამბობენ ჰოაპიტალში სახელმწიფოს მეთაური წევსო?! ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფოს პირველი პირი ერთდროულად სამ თანამდებობას და სტატუსს ითავსებს: არის პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მოდელია. დიდ ბრიტანეთში დედოფალია უმაღლესი მთავარსარდალი. გერმანიაში მშვიდობიანობის დროს მინისტრი მართავს ჯარს, ომის დროს კი კანცლერი და ის ითვლება უმაღლეს მთავარსარდლად და ა.შ. ჩვენთან ახალი კონსტიტუციით ჯარის მართვის საკითხები შეიცვალა, მშვიდობიანობის დროს თავდაცვის მინისტრი მართავს, ომის დროს პრემიერი, როგორც გერმანიაში. თუმცა პრეზიდენტი დარჩა უმაღლეს მთავარსარდლად. ამ ნიუანსებზე მაქვს განსხვავებული აზრი, თუმცა ეს სხვა თემაა. ამერიკული ტრადიციით, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ პრეზიდენტის ტიტულს. არა მთავარსარდლობას, არამედ პრეზიდენტის ტიტულს. ეს კანონმდებლობითაა გამყარებული. ჩვენთან მსგავსი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. ტრადიციად კი ჩამოყალიბდა პრეზიდენტების ნომრებით მოხსენიება, ოღონდ ნაციონალური მოძრაობის მედია მხოლოდ სააკაშვილს და მარგველაშვილს მოიხსენიებენ მესამე და მეოთხე პრეზიდენტებად. გამსახურდიასაც, როცა არჩევნების წინ დასჭირდებათ. ისე, მას სახელმწიფოს შექმნაშიც ეცილებიან. შევარდნაძეს აღმერთებდნენ, სანამ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა მისი ერთ-ერთი ფრთის, მარცხენა თუ მარჯვენა, არ ვიცი, მფარველობის ქვეშ იყვნენ. როცა კარის რევოლუცია მოუწყვეს, ვერ იპოვით ვერცერთ ვიდეოს, სადაც შევარდნაძეს საქართველოს მეორე პეეზიდენტად მოიხსენიებენ. პირიქით, 9 წელი მის ლანძღვაში და მის პერიოდთან შედარებაში იყვნენ. ინფლაციაზეც კი, როცა 2011 წელს მაქსიმუმს მიაღწია და სურსათი საშინლად გაძვირდა (ახლა აღარ ახსოვთ), სააკაშვილმა სტუდენტებთან თქვა, ინფლაცია კი ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენი ინფლაცია შევარდნაძის დროინდელ ინფლაციას სჯობსო. მოქმედ, ანუ მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ ცნობენ. პირველად. არ ვწერ ამ თემაზე. როცა დასჭირდებათ, შეწყალებას სთხოვენ და იღებენ კიდეც. როცა მათ მოთხოვნას არ ასრულებს, მონას უწოდებენ. რეზიდენციაში ეახლნენ შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებისას. მთელი მსოფლიო ცნობს, ნაცმოძრაობა არა. სააკაშვილი ბაიდენს უგზავნის წერილს, დამიხსენიო. მაინტერესებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტს როდის მიმართავს?! ორი თვეა გაიძახიან, ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორეს კლავენო. როგორც ყველა ხედავს, არავინ კლავს. პირიქით, მსოფლიოში ასეთი მზრუნველობის ქვეშ პატიმარი არ ყოფილა. ცნობისთვის, ამერიკაში ოთხი პრეზიდენტი მოკლეს. ოთხი თუ ხუთი პრეზიდენტობის პერიოდში თავისი სიკვდილით მოკვდა. ერთ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. მოკლედ, განა წინააღმდეგი ვარ ამ ტრადიციების პატივისცემის. პირიქით. ოღონდ, მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ირგებდეთ. უნდა გადალახოთ საკუთარი ბოღმა და აღიაროთ მე-5 პრეზიდენტი, რომელმაც 20%-ანი სხვაობით მოუგო თავის კონკურენტს. რაც შეეხება უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ეს არაა სამუდამო ტიტული. ისე, როცა სარდლის ინსტიტუტს პატივს არ სცემდა და ლამის ბრიგადის დონეზე ჩამოალაბორანტა, დღეს მთავარსარდლის სტატუსს არ უნდა ირგებდეს. რაიმე განსაკუთრებული ნიჭი გამიავლინა სამხედრო მოქმედებების მართვისას? პირიქით. ბრძოლის ველზე ჩვენი სამხედროების გმიღობა, მთავარსარდლობის მაღალ ხელივნებად არ ითვლება. რაც შეეხება სარდლების ინსტიტუტის დაკნინებას. საქართველოში სარდლები პრეზიდენტის ბრძანებით ინიშნებოდნენ. 2006 წლიდან, ოქრუაშვილის მავნებლობით ეს პრაქტიკა შეიცვალა. ჯერ სარდლებს, მინისტრის ბრძანებით, მოვალეობის შემსრულებლებად ნიშნავდნენ. შემდეგ კანონშიც შეიტანეს ცვლილება. ცნობისთვის. ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების სარდლები არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სამი თანახელმოწერით ინიშნებიან: მინისტრის, პრემიერის და პრეზიდენტის. ეს ისე. არ გვესმის ამ ინსტიტუტების მნიშვნელობა. სულელები ხომ არ არიან 2-3 ხელმოწერით რომ ადასტურებენ? რომ დავუბრუნდეთ პრეზიდენტის ტიტულს, ცალკე გასარკვევია როგორ უნდა მოვიხსენიო ორჯერ გასამართლებული და სამჯერ ბრალდებული ყოფილი პირი, პრეზიდენტად თუ ექს-პრეზიდენტად, თუ მხოლოდ პატიმრად და ბრალდებულად?! რომელი ქვეყნის ტრადიციების გადმოტანასაც ვცდილობთ, იმ ქვეყანაში, ანუ ამერიკაში, პრეზიდენტი არ დაუპატიმრებიათ. საინტერესოა ამერიკელების აზრი, გავრცელდებოდა თუ არ ასეთ ვითარებაში გასამართლებულ პირზე პრეზიდენტის ტიტული. ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. უბრალოდ, უნდა ჩამივყალიბდეთ ამ თემაზე. მაგრამ მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო ისაა, რომ თუ გსურს დაამკვიდრო ეს ტრადიცია, მაშინ მოქმედი პრეზიდენტიც, მოგწონთ თუ არა, უნდა აღიაროთ. თორემ ასე არ ხდება, მესამეს მოიხსენიებთ, მეოთხეს მოიხსენიებთ, მეხუთეს არ სცნობთ, მერე მეექვსეც არ მოგეწონებათ და არც იმას აღიარებთ და მხოლოდ ერთი პირისითვის გექნებათ პრეზიდენტის სამუდამო ტიტული. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა: საქართველოს პრეზიდენტმა უარი არ უნდა თქვას მოქალაქეობაზე. თუ იტყვის, მას ყველა ტიტული უნდა მოეხსნას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტი ფლობდა სახელმწიფო მნიშვნელობის სქიდუმლოებებს. ამ პოსტით, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, მიხეილ სააკაშვილის თემა ჩემთვის ამოწურულია. მისი საქმიანობა და პრეზიდენტობის შედეგები უფრო სიღრმისეულადაა შესასწავლი და შესაფასებელი, ისევე როგორც ჩვენი უახლესი ისტორია. ჩვენი დროს ისტორია დასაწერად ჩვენს შთამომავლობას არ უნდა დავუტოვოთ.
|